Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 238

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 238. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:შერწყმა-შეძენის გადასახადებიუზრუნველყოფილი დაკრედიტებაქონების გადასახადისაგადასახადო დაგეგმვატრანსფერული ფასწარმოქმნასაგადასახადო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹9101111¹1212¹12³12⁴12⁵12⁶12⁷12⁸1314

1.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზ) (ამოღებულია).

2.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .

4.თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.

5.„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოს მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით.

6.საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7.ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით; ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

8.საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.

8¹.საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.

9.გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები.

10.თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

11.(ამოღებულია - 06.03.2024, №4056) .

11¹.თუ პირს სურს დაფაროს აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა (იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც მის ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა), რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, შესაძლებელია, ამ მუხლის მე-8−მე-10 ნაწილებით დადგენილი წესითა და პირობებით, მას გაუფორმდეს ხელშეკრულება (გრაფიკი) აღნიშნულ საგადასახადო დავალიანებაზე. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ქონებაზე ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით.

12.საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბანკო დაწესებულების, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შემთხვევაში − მონაწილეების/პენსიის მიმღებების) სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12¹.ამ   თავით   გათვალისწინებული   საგადასახადო   დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე). 12​ 2 . ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

12³.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები დაუყოვნებლივ ჩერდება ან არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი  საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განაახლოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

12⁴.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე.

12⁵.„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ ფულად სახსრებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრებია და რომლებსაც მომსახურების გამწევი პირი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიჯნავს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან.

12⁶.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული ქვეფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12⁷.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების (სეკიურიტიზაციის განყოფილების) აქტივებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული სეკიურიტიზაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სხვა განყოფილებისგან (განყოფილებებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12⁸.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო აქტივებზე.

13.(ამოღებულია).

14.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №649 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1898 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5658 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2113 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3723– ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3940 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4056 – ვებგვერდი, 14.03.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4324 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №227 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  3. 2 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 14 მარ. 2024
  4. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  5. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
  6. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  7. 16 დეკ. 2022
  8. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  9. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  10. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  11. 14 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  12. 31 დეკ. 2019
  13. 1 ივლ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017

    238-ე მუხლიდან ამოღებულია დებულება ელექტრონულ დოკუმენტზე ნებისმიერი ელექტრონული ხელმოწერის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის შესახებ.

  14. 11 იან. 2018

    238-ე მუხლის მე-12 ნაწილში ორ ადგილას ამოღებულია სიტყვა „მნიშვნელოვანი“, ამიტომ ნორმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მიემართება ამ დაზუსტების გარეშე.

  15. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    238-ე მუხლის 8¹ ნაწილში უზრუნველყოფის გარეშე გადავადების თანხობრივი ზღვარი 5000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზარდა.

  16. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    მე-7 ნაწილში ღონისძიებათა გაუქმების უფლებამოსილი სუბიექტები ქვეპუნქტებად ჩამოყალიბდა, ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი ამოღებულია და დაემატა შეზღუდვა 239-ე მუხლის ღონისძიებაზე; მე-8 ნაწილში დაზღვევის პოლისი აღარ უკავშირდება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გამცემ პირებს.

  17. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  18. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  19. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    238-ე მუხლის მე-7 ნაწილში გაუქმების უფლებას დაემატა გამონაკლისი გირავნობა/იპოთეკის შემთხვევისთვის, ხოლო მე-8 ნაწილში გადავადების ვადა გახდა 3 წელი და დაემატა გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების საფუძველი.

  20. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  21. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    მე-8–მე-10 პუნქტებში ტერმინი „უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება“ ჩანაცვლდა გადახდევინების გადავადებით; გადავადებისას საურავის დარიცხვა არ ჩერდება, ხოლო გადაწყვეტილება უქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას.

  22. 29 დეკ. 2010

    238-ე მუხლიდან ამოღებულია საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება — ოპერაციების შეჩერება — და მისი გამოყენების მე-13 ნაწილი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 237შემდეგი მუხლი 239

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპტიური დაზღვევა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მემკვიდრეობის საგადასახადო დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული წარდგენები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 22 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2024
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 37 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 20მუხლი 239მუხლი 242მუხლი 243იპოთეკით დაცული ობ… 2ფასიან ქაღალდებად … 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 155მუხლი 240მუხლი 309მუხლი 4მუხლი 7მუხლი 7¹გადასახადების ადმი… 17 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 240მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა
  • 254საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფა საგადასახადო დავის პერიოდში
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა
  • 56³ (დანართი 1)დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება
  • 63სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 23საგადახდო დავალება
  • 25საგადახდო დავალების უარყოფა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁴განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
240220239242243155309477¹25417 (დ…220238
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026