1.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
2.(ამოღებულია - 22.02.2012, №60).
3.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი საგადასახადო ორგანო, აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 ივნისის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.

