მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 71¹ (დანართი 1). საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრ ა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ამ მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.

2.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, არ დგება ამ წესის №30 დანართით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

3.პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 288 2 მუხლის მე-2 ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრება 2 სამუშაო დღის ვადა. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოვლინდა ამ წესის 15 4 მუხლის შესაბამისად განხორციელებული პროცედურით, საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად პირს შეიძლება განესაზღვროს ვადა 10 სამუშაო დღემდე.

5.პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა ფიქსირდება „საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრის აქტით” (დანართი №30 2 ) (შემდგომში – აქტი), რომელიც შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. წერილობითი ფორმით აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ბარდება/ეგზავნება პირს. ელექტრონული ფორმით აქტი დგება ერთ ეგზემპლარად და ბარდება/ეგზავნება პირს. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის ამობეჭდვა და გაგზავნა პირისათვის. ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ხელმოწერა ხორციელდება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე.

5¹.თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოვლინდა ამ წესის 15 4 მუხლის შესაბამისად განხორციელებული პროცედურით, ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ხელმოწერა სავალდებულო არ არის და აქტი პირს ბარდება/ეგზავნება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ეცნობება აქტის შინაარსი, მიზანი, დადგენილი ვადა და სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგი.

6.აქტში მითითებული უნდა იყოს: ა) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო /პირადი ნომერი; დ) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის/ნაწილის მითითებით); ე) საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა; ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ზ) პირის ხელმოწერა.

7.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსის, პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრის და აქტის ჩაბარების დროის თაობაზე ინფორმაციას, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით დაუყოვნებლივ ასახავს ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

8.თუ პირი უარს აცხადებს აქტის ჩაბარებაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში შესატანი ინფორმაციის შესაბამის ველში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დამატებით მიეთითება აქტის ჩაბარებაზე უარის თქმის მიზეზები ან/და პირის განმარტება მათი არსებობის შემთხვევაში.

9.აქტით განსაზღვრული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

10.აქტით განსაზღვრული ვადის მოქმედების პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აღარ არსებობს პირის მიმართ იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისთვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

11.თუ ამ მუხლის 5 1 პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ წესის 15 4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოპოვებული აუდიო მტკიცებულების საფუძველზე.

12.თუ პირმა, ამ მუხლის 5 1 პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა ან გააგრძელა იურიდიული პირის სტატუსის მქონე სამართლებრივი ფორმით, იგი ვალდებულია აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 10.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 15.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 09.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.01.2021წ. დანართი № 30 2 --------------------------------------------- საგადასახადო ორგანოს დასახელება საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრის აქტი №-- 1. ---------------------------------------------- 20------ წ.

2.-------------------------------------------------- შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. -------------------------------------------------------------------------------------------------------------- პირის დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი 5. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის/ნაწილის მითითებით) 6. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადა ----------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ------------------------------------------------------------------- პირის ხელმოწერა შენიშვნა: ------------------------------------------------------------––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 10.02.2012წ. დანართი №30 3 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. თავი XVIII დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶27026229926927171 (დ…69 (დ…70 (დ…17 (დ…463071¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა