საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 164. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო.

2.საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს.

3.საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

4.სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას.

5.საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით; ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

7.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე−249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

8.თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

9.საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი XXX. საბაჟო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო. 2. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. 4. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას. 5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით; ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. 7. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე−249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. 8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი XXX. საბაჟო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ოქმის არდგენის საფუძვლად დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ხოლო მე-8 ნაწილში სახელმწიფოსთვის გადაცემა შეიცვალა საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1324921227129917 (დ…27163103331243²2630164
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…ფულის გათეთრებისა და ტ…გადასახადების ადმინისტ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა