1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ქრონომეტრაჟის განხორციელებამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრონომეტრაჟის ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისგან ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილების მდებარეობის, ფართის მფლობელის, აგრეთვე საკონტროლო-სალარო აპარატების, მრიცხველების ან სხვა ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებისათვის.
2.ქრონომეტრაჟის ჩატარების დღეებს შორის ინტერვალს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო.
3.(ამოღებულია - 09.01.2012, №12).
4.საჭიროების შემთხვევაში, ქრონომეტრაჟის მიმდინარეობის პერიოდში, ობიექტის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ობიექტის არასამუშაო დროს საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დალუქოს ქრონომეტრაჟის ჩატარების ობიექტი ან/და ობიექტზე არსებული სათავსოები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

