1.ქრონომეტრაჟის მიმდინარეობისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანართი №1-ით გათვალისწინებულ, „ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ” ყოველდღიურ ან/და შემაჯამებელ ოქმს.
2.„ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ” ოქმის შენიშვნაში დამატებით აღინიშნება ქრონომეტრაჟის ას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, ასევე ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი (საგადასახადო დოკუმენტები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები, ქვითარი, ანგარიში, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მოწვეული სპეციალისტის დასკვნა, ქ რონომეტრაჟის პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) და სხვ.) .
3.ქრონომეტრაჟის შედეგებში გაითვალისწინება, მხოლოდ სრული სამუშაო დღის (ცვლის, პერიოდის) მიხედვით დაფიქსირებული მონაცემები. თავი III 1 საგადასახადო მონიტორინგი

