1.ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისა და აღრიცხვის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემები მიაწოდონ საინფორმაციო ცენტრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში.
2.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაციის მიწოდება, ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე, ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული შესაბამისი სააღრიცხვო ფორმებით (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13).
3.დანართი №1 შეიცავს შეტყობინებას ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
4.დანართი №2 შეიცავს შეტყობინებას მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
5.დანართი №3 შეიცავს შეტყობინებას საზოგაოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
6.დანართი №4 შეიცავს შეტყობინებას ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
7.დანართი №5 შეიცავს შეტყობინებას გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
8.დანართი №6 შეიცავს შეტყობინებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
9.დანართი №7 შეიცავს შეტყობინებას საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევის, აგრეთვე მიგრაციის და პირადობის დადასტურების სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
10.დანართი №8 შეიცავს შეტყობინებას შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, სავალდებულო სოციალური დაზღვევისა და ნარკომანიის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
11.დანართი №9 შეიცავს შეტყობინებას სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
12.დანართი №10 შეიცავს შეტყობინებას მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
13.დანართი №11 შეიცავს შეტყობინებას სოფლის მეურნეობაში და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
14.დანართი №12 შეიცავს შეტყობინებას მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
15.დანართი №13 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების რეესტრს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

