მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9² (დანართი 1). საგადასახადო მონიტორინგის განხორციელება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით: ა) საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენისა და სათანადო რეაგირებისათვის, გადასახადის გადამხდელის მიმართ შესაძლებელია ჩატარდეს დათვალიერების პროცედურა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე; ბ) გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისთვის, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელის შესახებ სათანადო ინფორმაციის (სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივი საქმიანობის სახე, შესაძლო საგადასახადო რისკები და სხვა.) შეგროვება.

2.გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე.

3.(ამოღებულია - 19.08.2015, №272).

4.საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით აღინიშნება საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის სახელზე გაცემული საგადასახადო ორგანოს შტამპის ნომერი, თუ მათი გამოყენება აუცილებელია საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას.

5.საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით მტკიცდება: ა) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამა; ბ) საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თითოეული ადგილის მიხედვით დაკვირვებისას მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა ( ფორმები ) , ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

6.საგადასახადო მონიტორინგის პროგრამაში ან/და აღრიცხვის ჟურნალის ფორმაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილება ან/და დამატება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით.

7.საგადასახადო მონიტორინგის დაწყებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინფორმირებას საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

8.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია: ა) საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და დააფიქსიროს შენიშვნები; ბ) მოითხოვოს საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოებული აღრიცხვის ჟურნალის დამოწმებული ასლი; გ) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას აღრიცხული მონაცემები გამოიყენოს თავისი საქმიანობის შედეგების დასაზუსტებლად (მაგ.: გამოსავლიანობის ნორმის, დანაკარგის დასადგენად).

9.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ადმინისტრაციული, საწარმოო, სასაწყობე და სხვა შენობა-ნაგებობაში/ტერიტორიაზე შესვლა; ბ) მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წარუდგინოს დაკვირვების განსახორციელებლად აუცილებელი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს (პირველადი დოკუმენტები, ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და ა.შ.); გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, შექმნას საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაო პირობები.

10.გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული სამეურნეო ოპერაციის სამუშაო გრაფიკისაგან განსხვავებულ პერიოდში (მაგ. , არასამუშაო დროს) შესრულებისას, რომელსაც არ ესწრება საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის შესრულების შესახებ საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ პირს აცნობოს წინასწარ, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, იმ გონივრულ ვადაში, რომელიც აუცილებელი იქნება საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ადგილზე მისვლისათვის.

11.საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია : ა) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევებში/საკითხებზე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირველად ი სააღრიცხვო დოკუმენტაცი ის ნიშანდება მასზე გაცემული საგადასახადო ორგანოს შტამპით ა და ხელმოწერ ით , თარიღის მითითებით ; ბ) გადასახადის გადამხდელს მისცეს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ, რომლის შინაარსი აისახება აღრიცხვის ჟურნალის სარეკომენდაციო მითითებების ნაწილში .

12.საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) იმოქმედოს საგადასახადო მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად; ბ) გადასახადის გადამხდელს გააცნოს მისი უფლება-მოვალეობები; გ) საგადასახადო მონიტორინგის დასრულებისას მის მიერ წარმოებული აღრიცხვის ჟურნალის დამოწმებული ასლი გადა ს ც ეს გადასახადის გადამხდელს.

13.საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებამ გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა შეაფერხოს მისი საქმიანობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1⁸21⁴⁶257¹2682559¹ (დ…9³ (დ…65⁴ (…17 (დ…5 (და…18 (დ…12 (დ…9² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საყოველთაო ჯანდაცვაზე …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა