მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9¹ (დანართი 1). საგადასახადო მონიტორინგი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების მიმაგრებით განახორციელოს საგადასახადო მონიტორინგი და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით.

2.საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შეძენის, გახარჯვის, დანაკარგების, აგრეთვე მზა პროდუქციის (სახეობების მიხედვით) მიწოდების დამოუკიდებელი რაოდენობრივი აღრიცხვა და ასეთი აღრიცხვის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა.

3.საგადასახადო მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს 6 თვემდე ვადით. საგადასახადო მონიტორინგის 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

4.საგადასახადო მონიტორინგი ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტულ ობიექტზე ან/და ობიექტის გარეთ (თუ საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაცია არ ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტულ ობიექტზე).

5.საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაცემთა აღრიცხვისა და ჩანაწერების განხორციელების ტექნიკური საშუალებები (მაგ. , მრიცხველი მექანიზმები, ვიდეოდაკვირვების სისტემა და სხვა).

6.საგადასახადო მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ერთ ან მეტ ობიექტზე.

7.(ამოღებულია - 19.08.2015, №272).

8.(ამოღებულია - 19.08.2015, №272). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶257¹49959² (დ…9³ (დ…24 (დ…5 (და…17 (დ…10 (დ…14189¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…უცხოური გავლენის გამჭვ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა