Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 77

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 77. აქციზის დეკლარაციის შევსება

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:124567891011

1.დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ აქციზის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.

2.დეკლარაცია მოიცავს 6 განაყოფს: I – სატიტულო ნაწილი, II – „აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ 3. დეკლარაციის დანართი წარედგინება საგადასახადო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად და არის მისი შემადგენელი ნაწილი. ამასთან, აღნიშნული დანართი არ ივსება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე.

4.დეკლარაციის შევსება ხდება აქციზის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

5.აქციზური საქონლის ექსპორტისას, თუ აქციზის გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვლისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები, ბრუნვის ამ ნაწილში გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.

6.დეკლარაციის უჯრაში, რომელშიც მითითებულია მონაცემის გამოთვლის არითმეტიკული წესი, შეიტანება ამ წესით განსაზღვრული მონაცემი. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დეკლარაციაში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

7.დეკლარაციის I განაყოფში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდეს შესახებ.

8.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

9.დეკლარაციის II განაყოფი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელშიც აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

10.III განაყოფში: ა) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის გამოყენება ან/და მიწოდება) არ განხორციელებულა და ამასთან, იგი მაინც წარადგენს დეკლარაციას, განაყოფის სტრიქონებზე დაისმევა ტირე ��� ; ბ) პირველ სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას (მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონელი და სხვ); გ) მე-2 სტრიქონზე � აქციზი აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტებით; დ) მე-5 სტრიქონზე - ჩასათვლელი აქციზი, კერძოდ: დ.ა) დასაბეგრ ოპერაციაზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14), მაგრამ არაუმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა; დ.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (დეკლარაციის დანართის სვეტი 16); დ.გ) აქცზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის საბოლოო მომხმარებელი; ე) მე-6 სტრიქონზე � აქციზი დაბრუნებულ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე), რომელიც მიწოდებული იქნა ადრე და ასახული იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში; ვ) მე-8 სტრიქონზე � ადრე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, მათ შორის: ვ.ა) დაბრუნებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ადრე ჩათვლილი აქციზი; ვ.ბ) დასავარგებელ საქონელზე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე; ზ) მე-9 სტრიქონზე � ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზი, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად დადასტურდა მოცემულ საანგარიშო პერიოდში; თ) მე-10-მე-11 სტრიქონებზე � გადასახდელი და შესამცირებელი აქციზის სტრიქონების ჯამი; ი) მე-12 სტრიქონზე � აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზის ბარათზე� დარიცხვას; კ) მე-13 სტრიქონზე � აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზის ბარათზე� ასახვას; ლ) მე-14 სტრიქონზე � წარმოქმნილი სხვაობა გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის �აქციზის ბარათიდან� საგადასახადო ორგანოს მიერ გადაიტანება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზური მარკების� ბარათზე; მ) მე-15 სტრიქონზე � წარმოქმნილი სხვაობა გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის �აქციზური მარკების� ბარათიდან გადაიტანება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზის ბარათზე�.

11.დეკლარაციის დანართის: ა) მე-2 სვეტში � საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით; ბ) მე-3-მე-6 სვეტებში � მონაცემები აქციზური საქონლის მწარმოებლისაგან შეძენილ საქონელზე ან/და საქონლის იმპორტზე; გ) მე-7-მე-8 სვეტებში � საწარმოო რესურსების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისისათვის თითოეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო დეკლარაციის მიხედვით; ამასთან, დასავარგებლად გაცხადებულ საქონელზე მე-8 სტრიქონი არ ივსება; დ) მე-9-მე-14 სვეტებში � გამოყენებული საწარმოო რესურსების რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა: დ.ა) მე-9-მე-10 სვეტებში მიეთითება ყველა ოპერაციაზე, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით აქციზისაგან გათავისუფლებულ საქონელზე გამოყენებული ნედლეულის (მათ შორის, დავარგებულის) რაოდენობა და შესაბამისი აქციზი; დ.ბ) მე-11-მე-12 სვეტებში � ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც გამოყენებულ იქნა საანგარიშო თვეში ექსპორტირებულ საქონელზე, აგრეთვე საქონელზე, რომელიც გათავისუფლებულია აქციზისაგან ჩათვლის უფლებით. ექსპორტირებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე აქციზის ჩათვლის უფლების მისაღებად გადამხდელმა უნდა წარადგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები; დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი � მე-12 სტრიქონი არ ივსება; დ.გ) მე-13-მე-14 სვეტებში � დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ არის ასახული სხვა სვეტებში, გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა (გარდა დამკვეთისაგან მიღებული ნედლეულისა) და აქციზის თანხა ამ ნედლეულზე, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. დ.დ) დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი მე-14 სვეტი არ ივსება; ე) მე-15-მე-16 სვეტებში � დასავარგებელი აქციზური საქონლის რაოდენობა, რომელზეც ნებადართულია აქციზის ჩათვლა (დაბრუნება) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი, ეს სვეტები არ ივსება. თავი XXI აქციზური მარკა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ აქციზის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული. 2. დეკლარაცია მოიცავს 36 განაყოფს: I �– სატიტულო ნაწილი;ნაწილი, II � საგადასახადო ორგანოს– აღნიშვნა„აღნიშვნა დეკლარაციის წარდგენის შესახებ; III � აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება და დეკლარაციისწარმოდგენის დანართი.შესახებ 3. დეკლარაციის დანართი წარედგინება საგადასახადო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად და არის მისი შემადგენელი ნაწილი. ამასთან, აღნიშნული დანართი არ ივსება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე. 4. დეკლარაციის შევსება ხდება აქციზის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. 5. აქციზური საქონლის ექსპორტისას, თუ აქციზის გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვლისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები, ბრუნვის ამ ნაწილში გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი. 6. დეკლარაციის უჯრაში, რომელშიც მითითებულია მონაცემის გამოთვლის არითმეტიკული წესი, შეიტანება ამ წესით განსაზღვრული მონაცემი. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დეკლარაციაში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა. 7. დეკლარაციის I განაყოფში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდეს შესახებ. 8. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. 9. დეკლარაციის II განაყოფი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელშიც აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. 10. III განაყოფში: ა) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის გამოყენება ან/და მიწოდება) არ განხორციელებულა და ამასთან, იგი მაინც წარადგენს დეკლარაციას, განაყოფის სტრიქონებზე დაისმევა ტირე ��� ; ბ) პირველ სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას (მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონელი და სხვ); გ) მე-2 სტრიქონზე � აქციზი აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტებით; დ) მე-5 სტრიქონზე - ჩასათვლელი აქციზი, კერძოდ: დ.ა) დასაბეგრ ოპერაციაზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14), მაგრამ არაუმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა; დ.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (დეკლარაციის დანართის სვეტი 16); დ.გ) აქცზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის საბოლოო მომხმარებელი; ე) მე-6 სტრიქონზე � აქციზი დაბრუნებულ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე), რომელიც მიწოდებული იქნა ადრე და ასახული იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში; ვ) მე-8 სტრიქონზე � ადრე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, მათ შორის: ვ.ა) დაბრუნებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ადრე ჩათვლილი აქციზი; ვ.ბ) დასავარგებელ საქონელზე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე; ზ) მე-9 სტრიქონზე � ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზი, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად დადასტურდა მოცემულ საანგარიშო პერიოდში; თ) მე-10-მე-11 სტრიქონებზე � გადასახდელი და შესამცირებელი აქციზის სტრიქონების ჯამი; ი) მე-12 სტრიქონზე � აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზის ბარათზე� დარიცხვას; კ) მე-13 სტრიქონზე � აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზის ბარათზე� ასახვას; ლ) მე-14 სტრიქონზე � წარმოქმნილი სხვაობა გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის �აქციზის ბარათიდან� საგადასახადო ორგანოს მიერ გადაიტანება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზური მარკების� ბარათზე; მ) მე-15 სტრიქონზე � წარმოქმნილი სხვაობა გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის �აქციზური მარკების� ბარათიდან გადაიტანება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის � აქციზის ბარათზე�. 11. დეკლარაციის დანართის: ა) მე-2 სვეტში � საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით; ბ) მე-3-მე-6 სვეტებში � მონაცემები აქციზური საქონლის მწარმოებლისაგან შეძენილ საქონელზე ან/და საქონლის იმპორტზე; გ) მე-7-მე-8 სვეტებში � საწარმოო რესურსების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისისათვის თითოეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო დეკლარაციის მიხედვით; ამასთან, დასავარგებლად გაცხადებულ საქონელზე მე-8 სტრიქონი არ ივსება; დ) მე-9-მე-14 სვეტებში � გამოყენებული საწარმოო რესურსების რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა: დ.ა) მე-9-მე-10 სვეტებში მიეთითება ყველა ოპერაციაზე, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით აქციზისაგან გათავისუფლებულ საქონელზე გამოყენებული ნედლეულის (მათ შორის, დავარგებულის) რაოდენობა და შესაბამისი აქციზი; დ.ბ) მე-11-მე-12 სვეტებში � ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც გამოყენებულ იქნა საანგარიშო თვეში ექსპორტირებულ საქონელზე, აგრეთვე საქონელზე, რომელიც გათავისუფლებულია აქციზისაგან ჩათვლის უფლებით. ექსპორტირებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე აქციზის ჩათვლის უფლების მისაღებად გადამხდელმა უნდა წარადგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები; დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი � მე-12 სტრიქონი არ ივსება; დ.გ) მე-13-მე-14 სვეტებში � დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ არის ასახული სხვა სვეტებში, გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა (გარდა დამკვეთისაგან მიღებული ნედლეულისა) და აქციზის თანხა ამ ნედლეულზე, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. დ.დ) დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი მე-14 სვეტი არ ივსება; ე) მე-15-მე-16 სვეტებში � დასავარგებელი აქციზური საქონლის რაოდენობა, რომელზეც ნებადართულია აქციზის ჩათვლა (დაბრუნება) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი, ეს სვეტები არ ივსება. თავი XXI აქციზური მარკა

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 მარ. 2024
  2. 17 აგვ. 2023
  3. 29 ოქტ. 2015· გამოქვეყნდა 23 ოქტ. 2015
  4. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2015
  5. 18 მარ. 2015
  6. 28 დეკ. 2012
წინა მუხლი 76შემდეგი მუხლი 78

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2024-03-27
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 187საქართველოს საგადა… 189საქართველოს საგადა… 187საქართველოს საგადა… 189

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 191დეკლარაციის წარდგენა
  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 189აქციზის ჩათვლა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 87საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია
  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 54პრეტენზიის წარდგენის წესი

საზღვაო კოდექსი

  • 368—

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 674ზედნადების რეკვიზიტები

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 32—

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
954323686741871891891871916787869477
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026