Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 189

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 189. აქციზის ჩათვლა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:რისკების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678

1.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი ან ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქციზის ჩათვლის ან დაბრუნების წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებული სხვა აქციზური საქონლის (ნედლეულის) მიმართ.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.

3¹.ამ კოდექსის 190 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის ჩათვლის მიღების საფუძველია ამავე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებზე დარიცხული და აქციზის დეკლარაციაში ასახული აქციზის თანხა.

4.თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა ხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.

5.დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

6.(ამოღებულია - 22.06.2016, №5445) .

7.(ამოღებულია - 22.06.2016, №5445) .

8.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში მითითებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ . საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №198 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2019 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  2. 17 ნოე. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  2. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-8 ნაწილში 8703 და 8711 კოდების ავტომობილის/მოტოციკლის აქციზის 100%-იანი დაბრუნების პირობა ახლა ეყრდნობა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და ექსპორტის პროცედურებს.

  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2018

    189-ე მუხლის ამ ნორმაში ექსპორტის ვადა 15 დღიდან 90 დღემდე გაიზარდა, დასაბრუნებელი აქციზი 100 პროცენტია და ნორმა ეხება ავტომობილს ან მოტოციკლს.

  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2016
  5. 17 ნოე. 2017

    189-ე მუხლის ნორმაში აქციზის ნაწილობრივი (არაუმეტეს 50%) დაბრუნების წესი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს ეხებოდა, ახლა 8711 კოდის მოტოციკლზეც (მოპედის ჩათვლით) ვრცელდება და ტერმინად „სატრანსპორტო საშუალება“ გამოიყენება.

  6. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    189-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი 190¹ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის ჩათვლის საფუძვლის შესახებ.

  7. 12 აპრ. 2012

    189-ე მუხლის მე-3 ნაწილში აქციზის ჩათვლის ან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.

  8. 14 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    189-ე მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომელიც 15 დღეში ექსპორტირებულ 8703 კოდის მსუბუქ ავტომობილზე გადახდილი აქციზის დაბრუნებას ითვალისწინებს, მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 188¹შემდეგი მუხლი 190

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მგრძნობელობის ანალიზი (Sensitivity Analysis) საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვისსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 8 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 190¹

მიუთითებენ მასზე

გადასახადების ადმი… 77 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 182აქციზის გადამხდელი
  • 190აქციზის გადახდის წესი
  • 190¹ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 77 (დანართი 1)აქციზის დეკლარაციის შევსება
  • 76 (დანართი 1)აქციზის დეკლარაცია

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 204საქონლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების ჩატარების მიზნით შემოტანა
  • 160რეექსპორტის გამოყენება
  • 92იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 12ფასების სამართლიანი შედარება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 10პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹190¹18219077 (დ…72 (დ…76 (დ…102041609212189
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026