1.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შესაძენად მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე.
2.განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა და წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდი. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდის დამადასტურებელი ნიშნების შეძენა ხდება შემოსავლების სამსახურში, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით.
4.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენა მოსაკრებლის გადამხდელ პირთა მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში.
5.თუ მოსაკრებლის გადამხდელი საქმიანობას იწყებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან კვარტალის განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან, მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.
6.თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი ნებართვას იღებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვით გათვალისწინებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაც, მაშინ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად.
7.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გადამხდელზე გაიცემა უფასოდ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შესაძენად მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოშისამსახურში წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე. 2. განაცხადში მიეთითება მოქმედი დასამორინისსარეზერვომაგიდის,(გამოუყენებელი)კლუბისმაგიდის, სათამაშო მაგიდებისააპარატის,დააზარტულიაპარატების,ან/დააგრეთვემომგებიანიტოტალიზატორის,თამაშობისბინგოს,მოწყობისლოტოსნებართვისსალაროებისსაფუძველზერაოდენობა.ორგანიზებულიგანაცხადსობიექტისთანგარეთერთვისგანთავსებული,სათამაშოსისტემურ-ელექტრონულიბიზნესისფორმითორგანიზებაზეორგანიზებულიდადგენილიაზარტულიწესითან/დააღებულიმომგებიანინებართვისთამაშობისასლისალაროსრაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა და წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდი. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდის დამადასტურებელი ნიშნების შეძენა ხდება შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში,სამსახურში, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით. 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენა მოსაკრებლის გადამხდელ პირთა მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში. 5. თუ მოსაკრებლის გადამხდელი საქმიანობას იწყებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან კვარტალის განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან, მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად. 6. შემოსავლებისთუსამსახურისსათამაშოტერიტორიულიბიზნესისორგანოსმოსაკრებლისმიერგადამხდელისათამაშონებართვასბიზნესისიღებსსაანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშნისნიშანიგაცემისგაიცემადროსმიმდინარეამოჭრილსაანგარიშოუნდაკვარტალზე,იქნესხოლოშესაბამისიმოსაკრებელიმიმდინარესაანგარიშოაღმნიშვნელიპერიოდზეციფრიგადაიხდება(ციფრებიდარჩენილინიშანზედღეებისგანთავსებულიაპროპორციულად.კვარტალებისიმმიხედვითშემთხვევაში,I�დანთუIV�ისამჩათვლით).ნებართვითგათვალისწინებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაც, მაშინ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად. 7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გადამხდელზე გაიცემა უფასოდ.
ამ მუხლის ისტორია· 12
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2020
· გამოქვეყნდა 8 აგვ. 2012
· გამოქვეყნდა 2 მარ. 2011
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.