Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 154

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:სახელფასო გადასახადისაგადასახადო დეკლარაციის მომზადებასაგადასახადო რეზიდენტობათანამშრომლის შეღავათებისაგადასახადო შესაბამისობაკინო და ტელევიზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა; ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს; ბ) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს; დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის; ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას. შენიშვნა:

1.ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2.ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ნაწილის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე; ე 1 ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას; ვ) პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს; თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს; ი) პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის როიალტს; კ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5202) ; ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას; მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ნ) (ამოღებულია - 12.11.2025, №1061) ; ო) ტურისტული საწარმო – ამ კოდექსის 133 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 133 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას; ჟ) აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია − „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სქემის მონაწილისთვის  მის პირად საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების გაცემისას; რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულისთვის/ფიზიკური პირისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადაცემის/გადახდის შემთხვევაში.

2.გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები; გ) შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.

3.პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია: ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში; ბ) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით; გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით: გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“. გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3¹.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

4.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია, ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დაქირავებული უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით თვითონ შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში არარეზიდენტ დამქირავებელს ეხსნება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5452 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3608 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4324 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  2. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  4. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  7. 20 ნოე. 2023
  8. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  9. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  10. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

    154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში უსასყიდლოდ გადაცემული ქონების შემთხვევაში დაკავების წესს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.

  11. 22 ივლ. 2020
  12. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2018

    154-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მომსახურების ღირებულების გადამხდელის დაკავების ვალდებულებას დაემატა გამონაკლისები ზოგიერთი პირისთვის და მოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან.

  13. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    154-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა საგადასახადო აგენტის ახალი შემთხვევები („დ“, „მ“, „პ“), ხოლო „თ“ ქვეპუნქტში პროცენტის გადამხდელის ვალდებულება 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევით შეიზღუდა.

  14. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  15. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    „მ“ ქვეპუნქტში უსასყიდლოდ ქონების გადამცემი დაკავების ვალდებულებიდან გამონაკლისად იმავე ფიზიკური პირისთვის წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების გადაცემა განისაზღვრა; გ.ა ქვეპუნქტში დაზუსტდა ვადა: არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

  16. 15 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2012

    154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში ცნობა ეხება საანგარიშო პერიოდს და საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე; ახალი 3¹ ნაწილი ფინანსთა მინისტრს აძლევს განსხვავებული ვადების დადგენის უფლებას.

  17. 29 მაი. 2012

    154-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტს დაემატა პირობა: ქონების საბაზრო ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

  18. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    154-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსა და შენიშვნაში აზარტული კლუბის მომწყობი დაემატა საგადასახადო აგენტის ვალდებულების მქონე პირებს; მესამე ცვლილება სიტყვის დაწერილობას ეხება.

  19. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    154-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ახლა კონკრეტულად ჩამოთვლის საგადასახადო აგენტ სათამაშო საქმიანობის მომწყობებს, ხოლო შენიშვნაში „სამორინის“ ფორმა შეიცვალა და განმეორებითი „ე“ ტექსტი ამოღებულია.

  20. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  21. 14 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011
  22. 28 ივნ. 2011

    მე-4 ნაწილში საგადასახადო აგენტის კვარტალური დეკლარაცია შეიცვალა 153-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენით, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 153შემდეგი მუხლი 155

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კვარტალური საგადასახადო გადახდები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფიზიკური პირის გადასახადების მომზადება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნიჭის მენეჯმენტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 22 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 9 მუხლი
  • 41 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ფასიანი ქაღალდების… 2მუხლი 131მუხლი 133²მუხლი 133³მუხლი 134მუხლი 153მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 101მუხლი 143მუხლი 23¹მუხლი 309მუხლი 61მუხლი 80მუხლი 95⁶მუხლი 97მუხლი 98³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 94მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი
  • 79გადასახადის გადამხდელი
  • 66გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 39⁶ (დანართი 1)საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისათვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესი
  • 37 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია
  • 65 (დანართი 1)საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - ის ანგარიშგების საგადასახადო ორგანოში წარდგენის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 7მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 3ანგარიშვალდებული პირები

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2131133²133³134153210114323¹309618095⁶97154
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026