Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 13

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 13

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ღონისძიების ორგანიზება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³22¹345

1.ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448) ; ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448) ; გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი); ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში; ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.

1¹.(ამოღებულია - 09.02.2023, №2584) .

1².ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ.

1³.ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია POS ტერმინალების რაოდენობის ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (POS ტერმინალების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).

2.მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 1 2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა ამ კანონის მე-12 მუხლის 1​ 2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).

2¹.(ამოღებულია - 25.06.2020, №6487) ;

3.წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ.

4.დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება.

5.წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი); ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში; გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2026

    მე-2 პუნქტის ვალდებულებულ სუბიექტთა წრეს დაემატა ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი.

  2. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  3. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  4. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ბილეთის ნიმუშის შესახებ ჩანაწერიდან ამოღებულია სიტყვები „2 ეგზემპლარად“; ქვეპუნქტი ახლა მხოლოდ ბილეთის ნიმუშს ითხოვს.

  5. 10 მაი. 2010

    13-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებსა და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში ბილეთების დამზადების ხელშეკრულებისა და ბილეთის ნიმუშის მოთხოვნებს დაემატა გამონაკლისი სისტემურ-ელექტრონული თამაშობებისთვის; მე-2 პუნქტიდან ამოღებულია დირექტორისა და იურიდიული მისამართის შეცვლა.

  6. 11 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2009

    პუნქტი 1 ადგილმდებარეობის შეცვლისას ადგენს დოკუმენტების წარდგენას შემოსავლების სამსახურისთვის, ხოლო მე-2 პუნქტი სხვა ცვლილებებს 3 დღით ადრე შეტყობინებას უკავშირებს და ამატებს წამახალისებელი გათამაშების 3–5 პუნქტებს.

  7. 3 იან. 2006· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

    მე-13 მუხლის პირველ პუნქტში კონკრეტული ცვლილებების ჩამონათვალი შეიცვალა ზოგადი ფორმულირებით „თამაშობებში ცვლილების შეტანა“, ხოლო წამახალისებელ გათამაშებაში ცვლილება ტირაჟის დასრულებამდე აიკრძალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბილეთების რეალიზაციის ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 7 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 15 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 12
  • 16¹
  • 21

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
  • 33¹ (დანართი 1)სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 3მოსაკრებლის გადამხდელი
  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

რეკლამის შესახებ

  • 8³აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება და აბრის განთავსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158⁵აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 34პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43634158⁵1228316¹218³93 (დ…33¹ (…105¹ …13
მითითებამნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…სათამაშო ბიზნესის მოსა…რეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026