Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებმუხლი 6

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456788¹9101112

1.წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.

2.წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.

3.(ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .

3¹.(ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .

4.წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.

5.მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.

6.მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს: ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გა ი ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები; ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).

7.(ამოღებულია – 08.11.2011, №5249).

8.თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა და ამ მუხლის 8 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

8¹.სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობების ორგანიზატორი საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იმ ნებართვით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, რომლის საფუძველზედაც მას მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის.

9.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში თამაშობის ორგანიზატორის სახელზე აღირიცხება.

10.(ამოღებულია – 08.11.2011, №5249) .

11.მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

12.ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი დაიანგარიშება და გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5249 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6573 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  4. 1 ოქტ. 2012· გამოქვეყნდა 10 ივლ. 2012

    პირველ პუნქტში წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი გამონაკლისადაა გამოყოფილი და მოსაკრებელი დაზუსტებულია როგორც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი; მე-3 და 3¹ პუნქტები ამოღებულია. მე-4 და მე-5 პუნქტებით სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი მოსაკრებელს გადახდის ნიშნების შეძენისას იხდის და ნიშანი ამ თამაშობასაც მოიცავს.

  5. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012
  6. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011
  7. 6 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №13

  • 7 ცვლილება · ბოლო 24 თებ. 2023
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 3მოსაკრებლის გადამხდელი
  • 5მოსაკრებლის განაკვეთები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 99 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა
  • 98 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები
  • 100 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების აღრიცხვა

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 20¹
  • 28
  • 29

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 276სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 3¹მოსაკრებლის გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
943520¹28293¹27699 (დ…98 (დ…100 (…6
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…სათამაშო ბიზნესის მოსა…სალიცენზიო და სანებართ…ლატარიების, აზარტული დ…საქართველოს საგადასახა…მოსაკრებლების სისტემის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026