გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 109 (დანართი 1). ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება ამ პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით (დანართი №VII-01 ) მიმართვის საფუძველზე.

2.ფიზიკური პირი, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით შესაბამისი განცხადებებით (დანართი № I-01 და დანართი №VII-01 ) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

3.თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165 1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

4.საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში აცნობებს გადასახადის გადამხდელს განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გასცემს დანართი №VII-02 -ით დადგენილი ფორმის შესაბამის სერტიფიკატს.

5.ფიზიკურ პირს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლაზე უარი ეთქმება, თუ: ა) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) განცხადება არასრულყოფილად არის შევსებული. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება ამ პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით (დანართი №VII-01 ) მიმართვის საფუძველზე. 2. ფიზიკური პირი, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით შესაბამისი განცხადებებით (დანართი № I-01 და დანართი №VII-01 ) მიმართავს საგადასახადო ორგანოს. 3. თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165 1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 4. საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში აცნობებს გადასახადის გადამხდელს განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გასცემს დანართი №VII-02 -ით დადგენილი ფორმის შესაბამის სერტიფიკატს. 5. ფიზიკურ პირს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლაზე უარი ეთქმება, თუ: ა) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) განცხადება არასრულყოფილად არის შევსებული. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21⁶⁵518²95⁴95⁶95⁵108 (…3 (და…1 (და…85109 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიისა და არადეკლა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა