Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 110 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 110 (დანართი 1). დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ფიზიკური პირისათვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი .

2.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

3.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი, გადასახადის გადამხდელის სურვილისამებრ, შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყვეტი.

4.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი გაიანგარიშება საკუთრებაში არსებული მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობის (კვ.მ) მიხედვით, რომელიც კალენდარული თვეების შესაბამისად, შესაძლებელია, იყოს განსხვავებული.

5.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი გაიანგარიშება თითოეულ თვეზე დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და გადასახადის გადახდა ხორციელდება განცხადებით მიმართვის დღისათვის მოქმედი განაკვეთის შესაბამისად: ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლის პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა; ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა; გ) 1 ივლისიდან 30  დეკემბრის ჩათვლის პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა; დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.

6.საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადება წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის პერიოდისათვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის დარიცხვის საფუძველს. დარიცხული თანხების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება არა უგვიანეს  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  პერიოდის ბოლო დღისა.

7.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საანგარიშო თვის დადგომამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატ ი ექვემდებარება საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას.

8.დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

9.იმ შემთხვევაში , თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ახდენს განცხადებაში დაფიქსირებულ ფართზე მეტი ფართის გაცემას, იგი ვალდებულია წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს შემოსავლის ამ ნაწილზე საშემოსავლო გადასახადის საერთო წესით დაბეგვრის თაობაზე.

10.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ნებისმიერი სხვა საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე დაიბეგრება საერთო წესით.

11.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში: ა) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახდის გადამხდელი ფიზიკური პირი აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას; ბ) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან; გ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება; დ) ფიზიკური პირი ამ საქმიანობის ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან; ე) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.

12.თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ახორციელებს ამ ქონების იმავე სახის საქმიანობაში გამოყენებას: ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადებისაგან; ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან; გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №173 · ძალაშია 18 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 109 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 111 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111 (დანართი 1)ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კონტროლი
  • 108 (დანართი 1)ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი
  • 109 (დანართი 1)ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 80დაბეგვრის ობიექტი
  • 95³ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი
  • 95²ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 6საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 140ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა
  • 63იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი

დაზღვევის შესახებ

  • 19²საზედამხედველო საფასურის გადახდის წესი

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 5დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 93ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6519²8095³95²111 (…108 (…109 (…9314063110 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ფიზიკური და კერძო სამა…საქართველოს საბაჟო კოდ…დაზღვევის შესახებამნისტიისა და არადეკლა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026