გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 108 (დანართი 1). ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, თუ: ა) იგი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას; ბ) მას იჯარით აქვს გაცემული მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილი და მოიჯარე ახორციელებს კლასიფიკატორის 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მეიჯარის კუთვნილი საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას.

2.ფიზიკური პირი ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასასვლელად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ნებაყოფლობით არ უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს .

3.საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურება შეიძლება მოიცავდეს მომსახურების იმ სახეებს, რომლებიც ცალკე არ ანაზღაურდება და შედის საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურების ღირებულებაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, თუ: ა) იგი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას; ბ) მას იჯარით აქვს გაცემული მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილი და მოიჯარე ახორციელებს კლასიფიკატორის 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მეიჯარის კუთვნილი საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. 2. ფიზიკური პირი ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასასვლელად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ნებაყოფლობით არ უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს . 3. საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურება შეიძლება მოიცავდეს მომსახურების იმ სახეებს, რომლებიც ცალკე არ ანაზღაურდება და შედის საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურების ღირებულებაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶43¹618²95⁴95¹95⁵109 (…111 (…1 (და…5108 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …მაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს ადმინისტრა…მოსაკრებლების სისტემის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა