1.აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და პირს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი, აგრეთვე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2.პირთან, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების (გრაფიკის) გაფორმება არ ზღუდავს გადასახადის გადამხდელს, თავის მხრივ გააფორმოს გადავადების ხელშეკრულება (გრაფიკი) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულ თანხაზე.
3.აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ქონებაზე შესაძლებელია გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4.პირმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით (გრაფიკით) დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამასთანავე, პირმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
5.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 11 1 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

