ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ “ საქართველოს კანონით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესებით “ (შემდგომში – ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები ) განსაზღვრული მნიშვნელობა . სხვა ტერმინებს , ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის , აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) ელექტროენერგიის მიწოდება – თუ სხვაგვარად არ არის ამ ინსტრუქციაში განმარტებული , გულისხმობს ელექტროენერგიის გაყიდვას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ; ბ ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტი – ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით გათვალისწინებული სუბიექტები ; გ ) ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება – საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება სალტეზე , რომელიც აღირიცხება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ; დ ) საბოლოო მომხმარებელი – პირი , რომელიც ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს და შესაბამისი მიზნით / სტატუსით დარეგისტრირებულია საბითუმო ბაზარზე . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №269 - ვებგვერდი, 09.08.2024წ.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
მუხლი 111¹¹ (დანართი 1). ტერმინთა განმარტება
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია
3 იან. 2011 – 9 აგვ. 2024 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

