1.საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიღებაზე უფლებამოსილი მომხმარებლების კრიტერიუმები და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიღების ვადა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით.
2.საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურება განახორციელოს ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის, აგრეთვე, 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად.
3.თუ მომხმარებელსა და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება შეწყდება მიმწოდებლის შეცვლის გამო, ამ წესების V თავის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია ერთჯერადად შეცვალოს თავისუფალი მიმწოდებელი საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მომდევნო 2 კალენდარული წლის განმავლობაში და იმავე თვეში, რომელშიც თავდაპირველად აირჩია თავისუფალი მიმწოდებელი.
4.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე დადგა ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევა, მომხმარებელი ვალდებულია საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის არჩევამდე ამოწუროს ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით სარგებლობის ვადა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.04.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 03.04.2024 წ. თავი III. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. უნივერსალური მომსახურების მიწოდების წესები

