ამ თავში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით , რა მნიშვნელობაც მათ აქვთ „ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ საქართველოს კანონში და „ ელექტროენერგიის ( სიმძლავრის ) მიწოდებისა და მოხმარების წესების “ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში , კერძოდ : ა ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით); ბ ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის ( სიმძლავრის ) გამანაწილებელი საშუალება , რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს . გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს , გარდა „ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის „ ბ “ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა . გ ) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი ; დ ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი , რომელიც ელექტროენერგიას ( სიმძლავრეს ) იღებს წარმოების , გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ ელექტროენერგიის ( სიმძლავრის ) ბაზრის წესებით “ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი ; ე ) საცალო მომხმარებელი – პირი , რომელიც ელექტროენერგიას ( სიმძლავრეს ) იღებს წარმოების , გადაცემის ან განაწილების ქსელიდან , მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი ; ვ ) ლიცენზიის მფლობელი ( ლიცენზიატი ) – პირი , რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება № 6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
მუხლი 64² (დანართი 1). ტერმინთა განმარტება
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია
3 იან. 2011 – 16 იან. 2017 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

