ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 124. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

2.ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ელექტროენერგიის მწარმოებელს, ტრეიდერს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს (ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარსა და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.

3.ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად უნდა განახორციელონ.

4.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.

5.თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ელექტროენერგიის მწარმოებელს, ტრეიდერს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს (ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარსა და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე. 3. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად უნდა განახორციელონ. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. 5. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში ვაჭრობის უფლება ორგანიზებული ბაზრის გარდა ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზეც გავრცელდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²34111¹¹…111¹²…111¹⁰…167912212113012124
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ელექტრონული კომუნიკაცი…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა