Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 12

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 12. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:განახლებადი ენერგიაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაენერგიის განაწილებაენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დანერგვას.

2.ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას. კერძოდ, საქართველოს მთავრობა: ა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის. [ ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია: ა) მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებელი ან ენერგიის გამანაწილებელი აფერხებს ენერგომომსახურებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სამინისტრო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად; ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში; გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის (ეს სია მოიცავს ამ კომპანიების ვებგვერდების მისამართებს, სადაც ხელმისაწვდომია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული კომპანიების მიერ ენერგიის საშუალო მოხმარების პროფილის, შესადარებელი საბოლოო მომხმარებლების პროფილების, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების ობიექტური ტექნიკური მახასიათებლებისა და იმ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ამ ხელსაწყოების მოხმარება) და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა; ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4405 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1693 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 სექ. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 23 სექ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი
  • კომუნალური რეგულაციების შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №7

  • 2 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 9საჯარო მომსახურება
  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა
  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 14საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹¹ (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 31ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 11საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები
  • 7შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111¹¹…31314971341172624302825412
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…გადასახადების ადმინისტ…გარემოსდაცვითი შეფასებ…შენობების ენერგოეფექტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026