Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 111² (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 111² (დანართი 1). საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456789

1.საცხოვრებელი ფართობის (მათ შორის, მშენებარე ბინის (სახლის)) (შემდგომში – საცხოვრებელი ფართობი) ორგანიზაციაზე, იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, იბეგრება 5 პროცენტით.“.

2.ფიზიკური პირი, რომელიც საცხოვრებელ ფართობს აქირავებს საცხოვრებელი მიზნით და არ ახორციელებს ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს, აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დანართი №VII 2 -01 შესაბამისად, ხოლო იურიდიულ პირზე ან/და ორგანიზაციაზე გაქირავების შემთხვევაში – განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გამქირავებლის საკუთრების/სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე;

3.შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირის შესახებ მონაცემების საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3¹.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია არასრულად არის წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება ფიზიკური პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

4.განცხადებაში აღნიშნული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში გამქირავებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ახალი განცხადება, რომელიც შევსებულ უნდა იქნეს სრულად.

5.საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელი პირის მონაცემები რეესტრიდან შესაძლებელია ამოღებულ იქნეს როგორც პირის მიმართვის (დანართი №VII 2 -01)  შემთხვევაში, ასევე საგადასახადო ორგანოს გადაწყეტილებით იმ შემთხვევაში თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  პირობას.

6.რეესტრში მიეთითება მონაცემები, საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელი ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი „საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის/ამოღების თაობაზე“ განცხადების შესაბამისად.

7.ფიზიკური პირის მიერ  რეესტრში ასახვის მიზნით წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენს ამ პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის (რეგისტრაციის) საფუძველს.

8.საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრა არ გავრცელდება, თუ გამქირავებელი პირის მონაცემები, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის არ არის შეტანილი რეესტრში. მაგალითი 1: ფაქტობრივი გარემოება: ფიზიკურმა პირმა 2016 წლის 20 მაისს საცხოვრებელი ფართი საცხოვრებელი მიზნით მიაქირავა იურიდიულ პირს, 27 მაისს დამქირავებელმა მის მიერ გადახდილი ქირის თანხა გადახდის წყაროსთან დაბეგრა 20%-იანი განაკვეთით. ხოლო გამქირავებელმა მისი მონაცემების რეესტრში შეტანის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართა ამავე წლის 29 მაისს. შედეგი: მოცემულ შემთხვევაში, 27 მაისს გადახდილი ქირის თანხა ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (მიუხედავად იმისა, რომ გადახდა განხორციელდა ამ წესის ამოქმედების შემდეგ), ვინაიდან, თანხის გადახდის დროს გამქირავებლის მონაცემი არ იყო შეტანილი რეესტრში.

9.საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი ფიზიკური პირის მონაცემები შესაბამისი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე შეტანილია რეესტრში. მაგალითი 2: ფაქტობრივი გარემოება: ფიზიკურმა პირმა 2016 წლის 1 აპრილს საცხოვრებელი ფართი საცხოვრებელი მიზნით მიაქირავა იურიდიულ პირს, 5 აპრილს განხორციელდა ქირის თანხის გადახდა, რომელიც არ ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გამქირავებელმა, მისი მონაცემების რეესტრში შეტანის მიზნით 2017 წლის 1 აპრილამდე მიმართა საგადასახადო ორგანოს და 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მიღებული შესაბამისი ქირის თანხა დაბეგრა 5%-ით. შედეგი: მოცემულ შემთხვევაში გამქირავებლის მიერ მიღებული შემოსავლის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №473- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №412 - ვებგვერდი, 07.11.2023წ. დანართი №VII 2 -01 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №473- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ. ----------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ___________________________________ (გვარი, სახელი) პირადი ნომერი _________________________________ მისამართი, საკონტაქტო მონაცემი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის / ამოღების თაობაზე ნაწილი I გაცნობებთ , რომ ვეწევი საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავებას : □ ფიზიკურ პირ ( ებ ) ზე □ იურიდიულ პირ ( ებ ) ზე □ ორგანიზაცი(ებ)აზე გთხოვთ, შესაბამისი მონაცემები შეიტანოთ საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში . № გაქირავებული ფართობის მისამართი და საკადასტრო კოდი დამქირავებლის ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი სახელი, გვარი/დასახელება ნაწილი II გაცნობებთ , რომ : □  ---------- დან აღარ ვეწევი საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით ( თარიღი ) გაქირავებას . გთხოვთ , შესაბამისი მონაცემები ამოიღოთ საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრიდან . განმცხადებლის ხელმოწერა ----------------- თარიღი ---------------------------- შენიშვნა : • განცხადების I ნაწილი ივსება მონაცემების რეესტრში შეტანის / ცვლილების , ხოლო II ნაწილი – მონაცემების რეესტრიდან ამოღების მოთხოვნისას • საცხოვრებელი ფართობის ფიზიკურ პირზე გაქირავების შემთხვევაში, განცხადების I ნაწილის ცხრილის შევსება სავალდებულო არ არის, გარდა გაქირავებული ფართობის მისამართისა •  საჭირო უჯრა აღინიშნება „V“ ნიშნით“. კარი VII 3 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება № 259 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №253 - ვებგვერდი, 05.08.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №397 · ძალაშია 5 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2016 – 1 აგვ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 111¹⁵ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 111³ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი
  • 39¹ (დანართი 1)გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირზე ცნობის გაცემის წესი
  • 11² (დანართი 1)დაქირავებულ პირთა რეესტრი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 81გადასახადის განაკვეთი
  • 134არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  • 130დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 14დევნილის საცხოვრებელ ფართობთან დაკავშირებული უფლებების დაცვა

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

  • 5საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 32არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

  • 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 552ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25523281134130110 (…39¹ (…11² (…1453 (და…111² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ახალი კორონავირუსით (S…საქართველოს ოკუპირებულ…საცხოვრებელი სადგომით …ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026