Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 187

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 187. უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქმიანობის გასაგრძელებლად საწარმოს გადმოტანისას მისი კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს სამრეწველო და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების შეუზღუდავად, იმ საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა, რომელიც წყვეტს უცხო ქვეყანაში საქმიანობას და ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე ამ საწარმოს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივი (გარდა მცენარისა).

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „საწარმო“ არის დამოუკიდებლად მოქმედი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქმიანობას წარმოების ან მომსახურების სფეროში ახორციელებს.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც: ა) ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში (საიდანაც იგი გადმოტანილ იქნა საქმიანობის გასაგრძელებლად) საქმიანობის შეწყვეტამდე არანაკლებ 12 თვის განმავლობაში; ბ) საქართველოში იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი; გ) საწარმოს მახასიათებლებსა და ზომას შეესაბამება.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი საწარმოზე არ ვრცელდება, თუ მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ხდება საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსთან შერწყმის ან მიერთების შედეგად ან ამ მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეორგანიზაცია ახალი საქმიანობის დასაწყებად ხორციელდება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არ არის განკუთვნილი წარმოების საშუალებად გამოყენებისთვის ან მომსახურების გაწევისთვის; ბ) მარაგზე, რომელიც განკუთვნილია (გამოსადეგია) ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ან ცხოველის საკვებად გამოყენებისთვის; გ) საწვავზე, ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე; დ) ცხოველით მოვაჭრის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

7.დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, საბაჟო ორგანომ აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს 36 თვემდე.

8.შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი სახით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

9.ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არასამეწარმეო საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირის მიერ ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №896 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2022 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 დეკ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2021 – 28 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  5. 4 ივლ. 2019 – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 186შემდეგი მუხლი 188

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 აგვ. 2021

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 188საქართველოში დაფუძნებული პირის მიერ უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
  • 189უცხო ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ სათესლე მასალის, სასუქის და სხვა საშუალების საქართველოში მდებარე მეურნეობაში გამოსაყენებლად შემოტანა
  • 181საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა
  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 117უცხოური საწარმოს გაკოტრება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 24²სპეციალური საწარმო
  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 5საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10924²19982111¹⁵…51² (დ…188189181117187
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026