Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 181

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 181. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საგადასახადო რეზიდენტობაბინადრობის ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.ფიზიკური პირის უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას მის მიერ პირადი საკუთრების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან ამ მუხლის შესაბამისად.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც: ა) პირის მიერ უცხო ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მომენტამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში იყო მის სარგებლობაში. ეს პირობა არ ვრცელდება სახარჯ საქონელზე; ბ) პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.

4.საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) სამეწარმეო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირმა თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა მისი საცხოვრებელ ადგილზე დაფუძნებიდან (ცხოვრების უფლების მოპოვებიდან) 12 თვის განმავლობაში.

7.პირადი საკუთრება თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაშვებულ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

8.დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.

9.შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირადი საკუთრების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, პირადი საკუთრების სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

10.ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად, იმპორტის გადასახადისგან შეიძლება გათავისუფლდეს თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილი პირადი საკუთრება პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საცხოვრებლად შემოსვლამდე (ცხოვრების უფლების მოპოვებამდე), თუ პირი აიღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში საცხოვრებლად დაფუძნების ვალდებულებას და საბაჟო ორგანოს წარუდგენს შესაბამის გარანტიას, რომლის სახესა და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოტანილი საქონლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადა აითვლება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან.

12.იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ პირის მიერ შემოტანილი პირადი საკუთრება, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე და რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად დაფუძნება.

13.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირადი საკუთრება იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ამავე მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით დადგენილი ვადები აითვლება პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან; ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება პირისთვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოვრების უფლების მინიჭებიდან.

14.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირადი საკუთრების იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ პირი წინასწარ აიღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში საცხოვრებლად დაფუძნების ვალდებულებას (ცხოვრების უფლების მინიჭება). ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტია, რომლის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

15.საბაჟო ორგანომ შეიძლება შეცვალოს (შეამსუბუქოს) ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით, აგრეთვე მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ პირი საცხოვრებელ ადგილს განსაკუთრებული პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე იცვლის.

წინა მუხლი 180შემდეგი მუხლი 182

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მუდმივი ბინადრობის ნებართვა (P-Res)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო რეზიდენტობის მიღებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 183მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
  • 182ქორწინების შემთხვევაში საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
  • 186ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 134არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 10საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება
  • 72გარდამავალი დებულებანი
  • 47უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 19ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 3საქართველოს მოქალაქის საქართველოდან მუდმივი ან დროებითი გასვლა და საქართველოში შემოსვლა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 5საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²382134191072475183182186181
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…უცხოელთა და მოქალაქეობ…ნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს მოქალაქეებ…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025