Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 30 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 30 (დანართი 1). ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრა და ამორტიზაციის დარიცხვა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და თითოეული ძირითადი საშუალება ითვლება ცალკე ჯგუფად.

2.1000 ლარამდე ღირებულების ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ცალკე არ ჯგუფდება და მისი მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი არ დგება, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა.

3.ლიზინგის საგნის პირველად გაცემისას ლიზინგის გამცემისათვის ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განისაზღვრება იმ დანახარჯების მიხედვით, რომელიც გაწეულია აღნიშნული აქტივის მიმწოდებლისაგან შესყიდვაზე, აგრეთვე სხვა ხარჯების მიხედვით, რომლებიც ზრდის აქტივის ღირებულებას. მაგალითი 1: საწარმომ 2012 წლის იანვარში 90 000 ლარად შეიძინა და 5 წლით ლიზინგით გასცა 2 სატვირთო ავტომობილი, ერთი ავტომობილის შესყიდვის ღირებულება შეადგენს 50000 ლარს, მეორე ავტომობილის 40000 ლარს, აღნიშნულ აქტივების ღირებულებაზე მისაკუთვნებელი სხვა დანახარჯები საწარმოს არ გააჩნია. მოცემულ პირობებში: საწარმოს მიერ აღნიშნულ ავტომობილებზე შეიქმნება ცალ-ცალკე ჯგუფები და პირველი ავტომობილის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განისაზღვრება 50000 ლარით, მეორე ატომობილის 40000 ლარით.

4.ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას ამორტიზაცია დაერიცხება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით. მაგალითი 2: საწარმომ 2012 წლის იანვარში 5 წლის ვადით ლიზინგით გასცა ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გადაცემის მომენტისათვის შეადგენდა 23040 ლარს. საწარმომ სალიზინგო ხელშეკრულებით ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 7000 ლარის ოდენობით, ხოლო ბოლო გადასახდელის გადახდისას ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის (ავტომობილის) გამოსყიდვა 2630 ლარის ოდენობით. მოცემული პერიოდისათვის ლიზინგის გამცემი იყენებს 18%-იანი დისკონტირების განაკვეთს. სალიზინგო გადასახდელების (მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულების) დისკონტირებით მიიღება აქტივის ღირებულება მისი ლიზინგით გაცემისას. მოცემულ პირობებში: მომავალ პერიოდში მისაღები სალიზინგო გადასახდელების (მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი თანხიდან (37630 ლარი) ძირითადი (დისკონტირებული) ღირებულება იქნება 23040 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავალი 14590 ლარი (37630–23040). შედეგი: პირველი წლის სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 2853 ლარი (7000–(23040X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 4147 ლარი (23040 X 18%). შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 2853 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 7000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში. მეორე წლის სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 3366 ლარი (7000–(23040–2853)X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 3634 ლარი (23040–2853)X18%. შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული), უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 3366 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 7 000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში. მომდევნო პერიოდებში სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) დისკონტირებული ღირებულების გამოყოფა, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და მიღებული ან მისაღები სალიზინგო გადასახდელის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოხდება ანალოგიური წესით. მაგალითი 3: საწარმომ 2012 წლის იანვარში 5 წლის ვადით ლიზინგით გასცა ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გადაცემის მომენტისათვის შეადგენდა 23040 ლარს. საწარმომ სალიზინგო ხელშეკრულებით ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დამატებით თანადაფინანსების სახით უნდა მიიღოს 7405 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულება 0-ის ტოლია. მოცემული პერიოდისათვის ლიზინგის გამცემი იყენებს 18%-იანი დისკონტირების განაკვეთს. მოცემულ შემთხვევაში: მისაღები სალიზინგო გადასახდელების მთლიანი თანხიდან (32405 ლარი) ძირითადი (დისკონტირებული) ღირებულება იქნება 23040 (7405+5000 X 3.127) ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავალი 9365 ლარი (32405–23040). შედეგი: პირველი წლის სალიზინგო გადასახდელიდან (12405 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 9591 ლარი (12405–(23040-7405)X18%)), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 2814 ლარი (23040-7405)X18%)). შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 9591 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 12405 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში. მეორე წლის სალიზინგო გადასახდელიდან (5000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 2579 ლარი (5000–(23040–9591)X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 2421 ლარი (23040–9591)X18%. შესაბამისად, საწარმომ ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 2579 ლარით (შესაბამისად აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 5 000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში. მომდევნო პერიოდებში სალიზინგო გადასახდელიდან (5000 ლარი) დისკონტირებული ღირებულების გამოყოფა, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და მიღებული ან მისაღები სალიზინგო გადასახდელის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოხდება ანალოგიური წესით.

5.ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.

6.თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების ხელმეორედ ლიზინგით გაცემა, ლიზინგის გამცემისათვის ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებით ბალანსი განისაზღვრება ძირითადი საშუალების ლიზინგით პირველად გაცემის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ძირითადი საშუალების ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე ფაქტობრივად არ განხორციელებულა აღნიშნული ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება. მაგალითი 4: პირობები იგივეა რაც მე-3 მაგალითში იმ დამატებით, რომ 2013 წლის დეკემბრის ბოლოს სალიზინგო ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე და საწარმოს დაუბრუნდა ლიზინგით გაცემული ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილი საწარმომ ხელმეორედ გასცა 2015 წლის იანვარში. სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტიდან ავტომობილის ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე საწარმოს მიერ არ მომხდარა ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტიდან ავტომობილის ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე საწარმოს მიერ არ მომხდარა ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება, ავტომობილის ლიზინგით ხელმეორედ გაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი იქნება 2014 წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ტოლი, რომელიც შეადგენს 10870 (23040-(9591+2579)) ლარს, ვინაიდან 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწარმოს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ავტომობილის გამოყენება და შესაბამისად ამორტიზაციის დარიცხვა.

7.თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან ლიზინგის ვადის დასრულებისას, ლიზინგის მიმღების მიერ ხდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების ლიზინგი მიმღებისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლოს და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.

8.თუ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებზე – შენობებსა და ნაგებობებზე (შემდგომში –ნაგებობა) გააჩნია მონაცემი ყველა ნაგებობის ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დაკარგვის ან/და განადგურების გამო (გარდა თავდაპირველად ამ ძირითადი საშუალების შესყიდვის, წარმოების, კაპიტალში შენატანის სახით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტისა) ვერ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნას, აღნიშნული პირი უფლებამოსილია 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თითოეული ნაგებობა აღრიცხოს ცალკე ჯგუფად და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი მეთოდის გამოყენებით: 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეფარდებული ნაგებობების ჯამურ ნარჩენ საბალანსო ღირებულებასთან და გამრავლებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გაანგარიშებულ ჯგუფის ჯამურ ღირებულებით ბალანსზე. მაგალითი: 5 პირი, 1997 წლიდან დღემდე მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებს – შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში– ნაგებობა) აღრიცხავდა ერთ ჯგუფად. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პირს სურს შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნა, თუმცა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია და მას გააჩნია ინფორმაცია მხოლოდ ჯგუფში შემავალი ნაგებობების (ჯგუფი მოიცავს ექვს ნაგებობას) ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე, რაც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 20 000 ლარს. ამასთან, პირს თითოეულ ნაგებობაზე გააჩნია მონაცემები ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების თაობაზე 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ: ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, მათ შორის: პირველი ნაგებობა – 12000 ლარს; მე-2 ნაგებობა – 10000 ლარს; მე-3 ნაგებობა – 11000 ლარს; მე-4 ნაგებობა – 4000 ლარს; მე-5 ნაგებობა – 2000 ლარს; მე-6 ნაგებობა – 1000 ლარს. მოცემულ პირობებში: პირი უფლებამოსილია თითოეული ნაგებობა აღრიცხოს (მისი ღირებულებითი ბალანსი დაადგინოს) ცალკ-ცალკე ჯგუფად 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი წესით: პირველი ნაგებობა 12000/40000X20000 = 6000 ლარი; მე-2 ნაგებობა 10000/40000X20000 = 5000 ლარი; მე-3 ნაგებობა: 11000/40000X20000 = 5500 ლარი; მე-4 ნაგებობა: 4000/40000X20000 = 2000 ლარი; მე-5 ნაგებობა: 2000/40000X20000 = 1000 ლარი; მე-6 ნაგებობა: 1000/40000X20000 = 500 ლარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №632-ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 13.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება №24 – ვებგვერდი, 20.01.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №201 · ძალაშია 9 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 29 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 31 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 23 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 111საქართველოს საგადა… 111

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 42 (დანართი 1)ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილება
  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 111საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
  • 113არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა
  • 115ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 576ცნება
  • 580⁶ქონების მფლობელობა და განკარგვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 37საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები
  • 38გარიგების ფასის მეთოდი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

მეწარმეთა შესახებ

  • 223მნიშვნელოვანი გარიგება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 17დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2576580⁶11111111311542 (დ…73² (…17373822330 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026