საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა; გ) დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ძირითადი საშუალებების საკუთარ მფლობელობაში დატოვების დასაბეგრ ოპერაციად განხილვის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა; დ) დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, როდესაც ნაშთად არსებული ძირითადი საშუალებები განიხილება დასაბეგრ ოპერაციად, ამ ძირითად საშუალებებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა. ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეორე და შემდგომ წლებში შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის „ბ“ დანართის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში იმ საქონლის გამოყენებისას, რომელზეც დღგ გადახდილია/გადასახდელია საქონლის იმპორტისას – იმპორტის დეკლარაცია; ზ) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. შენიშვნა : ამ მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ დღგ-ის დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №451 - ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
მუხლი 73² (დანართი 1). ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №339 · ძალაშია 6 თებ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

