Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 38

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 38. გარიგების ფასის მეთოდი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბრენდის და გუდვილის შეფასებასატრანსპორტო საშუალებების შეფასებატრანსსასაზღვრო გადასახადებიკომერციული უძრავი ქონების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეს მუხლი განიხილება ამ კოდექსის 44-ე მუხლთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტების გადახდა, რომლებიც საბაჟო ღირებულების ნაწილია, მაგრამ არ არის შეტანილი საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.

2.საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი ან მოთხოვნილი; ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე; ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის საქონლის ღირებულებასთან მიმართებით შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შეუძლებელია. თუ ასეთი პირობის ან გარემოების შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შესაძლებელია, ეს ღირებულება მიიჩნევა მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და, შესაბამისად, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილად; გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არცერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად; დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება ობიექტურ და დასაბუთებულ მონაცემთა საფუძველზე; ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გარიგების ფასის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით.

3.მხოლოდ ის გარემოება, რომ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, არ შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს გარიგების ფასის მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში მოწმდება საქონლის გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი გამოიყენება, თუ აღნიშნულ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას საქონლის გარიგების ფასზე გავლენა არ მოუხდენია.

4.თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილი ან სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით). დეკლარანტს უფლება აქვს, აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

5.თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასის მეთოდით, თუკი დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს იმის მტკიცებულებას, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან: ა) იმ შემოტანილი იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა არაურთიერთდამოკიდებულ პირს (მყიდველს) მიჰყიდა; ბ) ამ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან; გ) ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება დეკლარანტის სურვილით, მხოლოდ შედარებისთვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს მუხლი განიხილება ამ კოდექსის 44-ე მუხლთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტების გადახდა, რომლებიც საბაჟო ღირებულების ნაწილია, მაგრამ არ არის შეტანილი საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში. 2. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი ან მოთხოვნილი; ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე; ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის საქონლის ღირებულებასთან მიმართებით შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შეუძლებელია. თუ ასეთი პირობის ან გარემოების შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შესაძლებელია, ეს ღირებულება მიიჩნევა მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და, შესაბამისად, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილად; გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არცერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად; დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება ობიექტურ და დასაბუთებულ მონაცემთა საფუძველზე; ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გარიგების ფასის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით. 3. მხოლოდ ის გარემოება, რომ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, არ შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს გარიგების ფასის მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში მოწმდება საქონლის გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი გამოიყენება, თუ აღნიშნულ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას საქონლის გარიგების ფასზე გავლენა არ მოუხდენია. 4. თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილი ან სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით). დეკლარანტს უფლება აქვს, აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. 5. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასის მეთოდით, თუკი დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს იმის მტკიცებულებას, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან: ა) იმ შემოტანილი იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა არაურთიერთდამოკიდებულ პირს (მყიდველს) მიჰყიდა; ბ) ამ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან; გ) ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება დეკლარანტის სურვილით, მხოლოდ შედარებისთვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის შეფასება განქორწინებისას11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის კანონის დარღვევა (კარტელური გარიგებები)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფასის მანიპულაცია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არბიტრაჟული შესაძლებლობების ანალიზი საქართველოს ბაზარზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41მუხლი 42მუხლი 44

მიუთითებენ მასზე

მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 40მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
  • 37საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები
  • 39იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 12ფასების სამართლიანი შედარება
  • 11საექსპორტო ფასი
  • 7დემპინგის დადგენა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 29 (დანართი 1)შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 5გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი
  • 7გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა
  • 14მოთხოვნათა დათმობის შესახებ გარიგების ღირებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
571418164¹29 (დ…4441424037391211738
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…გადასახადების ადმინისტ…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026