Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 39³ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 39³ (დანართი 1). ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ: ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი; ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფარბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3.ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრება, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №489 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 25.07.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 ივლისის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 04.07.2023წ. დანართი №II-08 5 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 01.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №226 – ვებგვერდი, 29.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N84 – ვებგვერდი, 24.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №309 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 39⁴ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111⁸ (დანართი 1)საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესი
  • 38 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება
  • 33³ (დანართი 1)ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მისი შევსების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 133³ცალკეული საქონლის მიმწოდებელი ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა
  • 134არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  • 81გადასახადის განაკვეთი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 167იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 140ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

  • 5მოსაკრებლის განაკვეთი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 987შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 75მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას, მოთხოვნის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5987133³13481111⁸ …38 (დ…33³ (…1671681407539³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…ბუნებრივი რესურსებით ს…საქართველოს სამოქალაქო…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026