Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 167

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 167. იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

3.ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებად მიიჩნევა საბაჟო დეკლარაციაში ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების ან განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენლობას. შენიშვნა: თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

რედაქციების შედარება

1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. 3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 5. ამ მუხლის მიზნებისთვის იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებად მიიჩნევა საბაჟო დეკლარაციაში ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების ან განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენლობას. შენიშვნა: თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 აპრ. 2023
წინა მუხლი 166შემდეგი მუხლი 168

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-04-18
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 268მუხლი 163

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 173საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება
  • 171საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 275საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 279საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 156³პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა
  • 91³საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა
  • 79⁵ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 81მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღებისა და მის მიერ თანხმობის გამოხმობის დროს კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹¹ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 50მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
268156³91³79⁵275164¹2795013¹¹16317317116881167
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…პერსონალურ მონაცემთა დ…პროდუქტის უსაფრთხოების…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025