გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 39⁴ (დანართი 1). დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაქირავებულის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის ( ამ მუხლის მიზნებისათვის , შემდგომში – ავტომობილი ) შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი , არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა , წარუდგენს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის დანართი №II-06- ის ფორმით .

2.თუ დაქირავებული ავტომობილს იყენებს პირადი სარგებლობისათვის , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება სრულად , შესაბამის საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა რაოდენობის მიუხედავად .

3.თუ ორ ან მეტ ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში : ა ) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ - ცალკე – თითოეული ავტომობილის მიხედვით ; ბ ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება იმ ავტომობილის მიხედვით , რომელსაც დაქირავებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი დღის განმავლობაში იყენებს , ხოლო საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში - იმ ავტომობილის მიხედვით , რომლის ძრავის მოცულობაც უმაღლესია .

4.თუ ერთსა და იმავე ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში : ა ) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ - ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში ; ბ ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ - ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში . მაგალითი 1. შპს X- სა და გიორგის შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით , გიორგი უფლებამოსილია , შპს X- ის კუთვნილი ავტომობილი , რომლის ძრავის მოცულობა შეადგენდა 1800 სმ 3 - ს , სამსახურებრივი საჭიროების გარდა , გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის . მოცემულ შემთხვევაში , ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით , გიორგი უფლებამოსილია , შპს X- ის კუთვნილი ავტომობილი , სამსახურებრივი საჭიროების გარდა , გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის , ითვლება , რომ გიორგი იყენებს ავტომობილს პირადი სარგებლობისათვის. შესაბამისად , შპს X- ის მიერ გიორგის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაუკავდება საშემოსავლო გადასახადი 100 ლარის ოდენობით . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაქირავებულის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის ( ამ მუხლის მიზნებისათვის , შემდგომში – ავტომობილი ) შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი , არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა , წარუდგენს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის დანართი №II-06- ის ფორმით . 2. თუ დაქირავებული ავტომობილს იყენებს პირადი სარგებლობისათვის , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება სრულად , შესაბამის საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა რაოდენობის მიუხედავად . 3. თუ ორ ან მეტ ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში : ა ) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ - ცალკე – თითოეული ავტომობილის მიხედვით ; ბ ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება იმ ავტომობილის მიხედვით , რომელსაც დაქირავებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი დღის განმავლობაში იყენებს , ხოლო საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში - იმ ავტომობილის მიხედვით , რომლის ძრავის მოცულობაც უმაღლესია . 4. თუ ერთსა და იმავე ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში : ა ) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ - ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში ; ბ ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული , საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ - ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში . მაგალითი 1. შპს X- სა და გიორგის შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით , გიორგი უფლებამოსილია , შპს X- ის კუთვნილი ავტომობილი , რომლის ძრავის მოცულობა შეადგენდა 1800 სმ 3 - ს , სამსახურებრივი საჭიროების გარდა , გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის . მოცემულ შემთხვევაში , ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით , გიორგი უფლებამოსილია , შპს X- ის კუთვნილი ავტომობილი , სამსახურებრივი საჭიროების გარდა , გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის , ითვლება , რომ გიორგი იყენებს ავტომობილს პირადი სარგებლობისათვის. შესაბამისად , შპს X- ის მიერ გიორგის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაუკავდება საშემოსავლო გადასახადი 100 ლარის ოდენობით . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 26 სექ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁵21⁴⁶83¹11288⁴1220511² (…111² …39¹ (…193 (და…39⁴ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსახალი კორონავირუსით (S…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა