Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 39² (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 39² (დანართი 1). ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223

1.პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია, ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი  − 1800 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.

2.დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ ელექტრონული დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია)  (დანართი №II–08 5 ) წარდგენის გზით.

3.დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.

4.პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაცია ამავე დროს წარმოადგენს  მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე.

5.დეკლარაციის შევსებისას პირის იდენტიფიცირება ხდება მისი პირადი ნომრის საფუძველზე.

6.დაუბეგრავი   მინიმუმის  მიზნისათვის, ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-6 გრაფაში (განაცემის სახე – ხელფასი), ასევე   მე-7 და მე-8 გრაფებში (განაცემის თანხა (ლარი), დაკავებული გადასახადი (ლარი)) ასახული მონაცემების საფუძველზე, ხოლო 2014 კალენდარული   წლის   მიხედვით   ფიზიკური   პირის ერთობლივი   შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-7 გრაფაში  ასახული ჯამური  მონაცემების  მიხედვით.

7.(ამოღებულია – 18.03.2015, N84).

8.დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის/საგადასახადო აგენტის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ფიზიკურ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და ზემოაღნიშნულ თანხებს შორის სხვაობის აღმოფხვრა იწვევს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

9.დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო 2014 კალენდარული წლის მიხედვით დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი.

10.იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურში ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, პირს არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ მას ეცნობება თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

11.დეკლარაციაში მიეთითება პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაუბეგრავი მინიმუმის მიღების კალენდარული წელი, ბანკის დასახელება, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, დეკლარირებული თანხის ოდენობა, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და დეკლარაციის შევსების თარიღი.

12.დეკლარაციის შევსების მიზნით პირი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა შემოსავლების სამსახურის  მიერ  დეკლარაციაში  მითითებული საბანკო  ანგარიშსწორების ანგარიშის  ამ  პირისადმი  კუთვნილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაციის ბანკისაგან მიღების თაობაზე. ასევე პირი განაცხადებს თანხმობას მის მიერ შეტანილი მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით.

13.იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, პირის მიერ დეკლარაციის შევსებისთანავე დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ, იმ მომენტისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

14.პირს, დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა უბრუნდება მისი საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შესაძლებელია შეიცვალოს პირის საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) გათვალისწინებით.

15.იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების შემდგომ დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით (მათ შორის დაზუსტებული) ან/და შესაბამისი საანგარიშო პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით (მათ შორის დაზუსტებული) პირს წარმოეშვა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების მოთხოვნა დამატებით თანხაზე, პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაზუსტებული დეკლარაცია.

16.პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია აისახება მის საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის სპეციალურ ბარათზე, დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით.

17.საგადასახადო ორგანო დეკლარაციის მონაცემების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს პირისთვის თანხის დაბრუნებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.

18.საგადახდო დავალება მზადდება საგადახდო დავალების მომზადების დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.

19.საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანო  საგადახდო დავალებას უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (შემდგომში – სახაზინო სამსახური), დეკლარაციის წარმოდგენის რიგითობის გათვალისწინებით.

20.სახაზინო სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის თანხას აბრუნებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

21.საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება პირის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე.

22.თუ დამქირავებელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება  და დაქირავებული პირი თავად ახდენს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას და გადახდას, ასეთ ფიზიკურ პირს (დაქირავებული) საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების მიზნით  უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.

23.დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო  ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება. მაგალითი 1 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 5 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 360 ლარს. აღნიშნულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს დეკლარაციაში მითითებული 360  ლარი დაუბრუნდება სრულად. მაგალითი 2 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 17 აპრილს  წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (220 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი. მაგალითი 3 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 2 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი. ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირი არ მიეკუთვნება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა რიცხვს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებელი პირი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2). მაგალითი 4 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა  გადასახადმა შეადგინა  200  ლარი.  სახაზინო  სამსახურში  გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი. ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით (100*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 400 ლარით (200*2). მაგალითი 5 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 25 ივნისს   წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი. ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ, დადგინდა, რომ Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი Y დამქირავებელი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2). მაგალითი 6 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 8 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 250 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 400 ლარს. აღნიშნულ შემთხვევაში, პირს დეკლარაციაში მითითებული 250 ლარი არ დაუბრუნდება, აღნიშნული თანხა ჩაითვლება საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში  და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება განისაზღვრება 150 ლარით. მაგალითი 7 დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში 2013 კალენდარული წლის მიხედვით წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი – 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას. შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის  82-ე  მუხლის  მე-2  ნაწილით  დადგენილი  3000-ლარიანი  შეღავათი  და  დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს. შენიშვნა: აღნიშნულ მაგალითში გამოყენებული პრინციპი ვრცელდება ასევე 2014 კალენდარული წლის მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე. მაგალითი 8 X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხა კი 3500 ლარს.  ამ შემთხვევაში დამქირავებლის მიერ წარდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია ითვლება შეცდომით წარმოდგენილად. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. მაგალითი 9 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 160 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი. ფიზიკური პირისათვის თანხის  დაბრუნების  შემდგომ  დადგინდა,  რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად X დამქირავებელის მიერ დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 60 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ  დაკავებულმა  გადასახადმა – 140 ლარი. ფიზიკურ პირს შეუმცირდა დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 200 ლარამდე. ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 40 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით ((360*(160-60)/360)*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 120 ლარით ((360*(200-140)/360)*2). მაგალითი 10 ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 5000 ლარს (ეს შემოსავალი არ  არის გათავისუფლებული დაბეგვრისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით). ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვ(ეებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს. ვინაიდან 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს, მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. მაგალითი 11 ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა)  შეადგენს 5000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 6500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი – 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას. შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 6000-ლარიანი შეღავათი (პირი წარმოადგენს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) და დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს. მაგალითი 12 ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ  მის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 5000 ლარს. 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი. თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის დაზუსტებული ფორმა, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 360 ლარი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 180 ლარი. მაგალითი 13 ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, X დამქირავებლისაგან და Y საგადასახადო აგენტისაგან მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 3000 ლარს. ამავე დროს საგადასახადო აგენტების (მათ შორის, დამქირავებლის) მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, მათ შორის, X დამქირავებლისგან 1800 ლარი და Y საგადასახადო აგენტისგან -  1200 ლარი. 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დაუბრუნდება 360 ლარი. თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის, ხოლო საგადასახადო აგენტებმა (მათ შორის, დამქირავებელმა) განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებული ფორმა. შედეგად მეწარმის მიერ დეკლარირებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 5000 ლარი, X დამქირავებლის მიერ გაცემულმა – ხელფასმა 500 ლარი, ხოლო Y საგადასახადო აგენტის მიერ გაცემულმა თანხამ – 2000 ლარი. 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს და მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში, ი/მეწარმემ  ერთობლივი შემოსავალი შეცვალა 2000 ლარით (5000-3000), X დამქირავებელმა გაცემული ხელფასი – 1300 ლარით (1800-500), ხოლო Y საგადასახადო აგენტმა 800 ლარით (2000-1200). ჯამში მონაცემი  შეიცვალა – 4100 ლარით (2000+1300+800). შესაბამისად, ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის  გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 176 ლარი (360*(2000/4100)%), ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 88 ლარი. X დამქირავებელს სანქციის სახით დაერიცხება 228 ლარი ((360*(1300/4100)%)*2), ხოლო Y საგადასახადო აგენტს – 140 ლარი ((360*(800/4100)%)*2). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 01.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №226 – ვებგვერდი, 29.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N84 – ვებგვერდი, 24.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №164 · ძალაშია 1 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39¹ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 39³ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი
  • 2 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები
  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 90მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
  • 101ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები
  • 133³ცალკეული საქონლის მიმწოდებელი ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა
  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 43დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან
  • 77კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 16²შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90101133³4377110 (…2 (და…1 (და…16²21202339² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს შრომის კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026