გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 50² (დანართი 1). საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის, საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანად განიხილება საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/ პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში.

3.ამ მუხლის მიზნებისათვის, ამხანაგობაში აქტივის შეტანად განიხილება ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად.

4.საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში შესატან აქტივს შეიძლება წარმოადგენდეს  მატერიალური ან არამატერიალური ქონება, აგრეთვე, მომსახურების გაწევა.

5.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის ფარგლებში აქტივის მიმღებს წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ასეთი საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა განისაზღვრება ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის, საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანად განიხილება საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/ პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის, ამხანაგობაში აქტივის შეტანად განიხილება ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად. 4. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში შესატან აქტივს შეიძლება წარმოადგენდეს  მატერიალური ან არამატერიალური ქონება, აგრეთვე, მომსახურების გაწევა. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის ფარგლებში აქტივის მიმღებს წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ასეთი საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა განისაზღვრება ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1114314898¹5050³ (…50¹ (…11³ (…7164306550² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს შრომის კოდ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა