გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 11³ (დანართი 1). საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საწარმო ვალდებულია პარტნიორთა/მონაწილეთა (მათ შორის, პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების) შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ ინსტრუქციის  №I-07 1 დანართის შესაბამისად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საწარმო საგადასახადო ორგანოში წარადგენს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება ცვლილების განხორციელებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა.

4.ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საზოგადოებებზე, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაზე) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ამხანაგობაზე.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს  საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

6.ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ პირი, დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ საგადასახადო ორგანოს მიერ უზუსტობის გამოვლენამდე ან ამ მიზნით საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, წარმოადგენს შესწორებულ ინფორმაციას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 10.10.2023წ. დანართი №I-07 1 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 10.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საწარმო ვალდებულია პარტნიორთა/მონაწილეთა (მათ შორის, პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების) შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ ინსტრუქციის  №I-07 1 დანართის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საწარმო საგადასახადო ორგანოში წარადგენს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება ცვლილების განხორციელებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა. 4. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საზოგადოებებზე, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაზე) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ამხანაგობაზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს  საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ პირი, დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ საგადასახადო ორგანოს მიერ უზუსტობის გამოვლენამდე ან ამ მიზნით საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, წარმოადგენს შესწორებულ ინფორმაციას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 10.10.2023წ. დანართი №I-07 1 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 10.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 1 იან. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21561535950³ (…7² (დ…41³ (…46254641211³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …,,მეწარმეთა და არასამე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა