საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 148. აქტივების ღირებულება

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

2.აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის.

3.თავდაპირველად ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა.

4.მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით.

5.სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი. 2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის. 3. თავდაპირველად ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა. 4. მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით. 5. სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №160 · ძალაშია 14 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  2. 148-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნით გამოყენებისას ღირებულების განსაზღვრის წესზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19441411811114714514920250² (…92² (…424434¹148
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…სანოტარო მოქმედებათა შ…გადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა