Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 50¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 50¹ (დანართი 1). დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის ( დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის ) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

2.ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიმწოდებელი – დასაბეგრი პირი, რომელიც აწვდის ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს); ბ) შემძენი – დასაბეგრი პირი, რომელიც იძენს ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს); გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს; დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

3.ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის: ა) ძირითადი საშუალებები; ბ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები; გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა: ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება; ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში; გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

5.ამ მუხლის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ: ა) ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისათვის, მიმწოდებლის მიერ ამ აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია; ბ) გადასაცემ აქტივთა ჩამონათვალში შედის ისეთი აქტივი, რომელიც შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ უკავშირდება მას და შემძენს ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებაში.

6.ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება: ა) იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეები ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისთვის არ წარმოადგენენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს; ბ) ფასიანი ქაღალდის და საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის გადაცემაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აქტივები მიმწოდებლის მიერ გამოიყენება იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება; გ) იმ აქტივების მოწოდებაზე, რომლებსაც მიმწოდებელი ფლობდა მხოლოდ იჯარით (ან სხვა მსგავსი ფორმით) გაცემის ან კაპიტალის ღირებულების გაზრდის მიზნით (საინვესტიციო ქონება); დ) იურიდიული პირის რეორგანიზაციის ფარგლებში რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის აქტივების გადაცემის შემთხვევებზე; ე) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანის შემთხვევებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №241 · ძალაშია 1 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 50 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 50² (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 50⁵ (დანართი 1)გამოყენებული ტერმინები
  • 48¹ (დანართი 1)ანაზღაურების გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე
  • 50⁴ (დანართი 1)უფლებამონაცვლეობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160³ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები
  • 158დღგ-ით დასაბეგრი პირი
  • 160საქონლის მიწოდება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 68შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება
  • 79ქვეკონტრაქტი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 54მონაცემთა ბაზის დამამზადებელი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 979უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 56დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქციის (სამუშაოს, მომსახურების) იურიდიული პირისთვის გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54979160³1581605050⁵ (…48¹ (…50⁴ (…56687950¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო შესყიდვების შეს…საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026