Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 65

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 65. სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა და სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:რეორგანიზაციასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაბიზნესის დაფუძნებაერთობლივი საწარმოებისექტორული შერწყმა-შეძენასაგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ერთი ან ერთზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ − მიერთებული სამეწარმეო საზოგადოება) ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე შეიძლება მიუერთდეს სხვა სამეწარმეო საზოგადოებას (შემდგომ − შემძენი სამეწარმეო საზოგადოება) მისთვის საკუთარი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად გადაცემით, რის სანაცვლოდაც მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები მიიღებენ წილებს შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში.

2.ორი ან ორზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებები) ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე შეიძლება გაერთიანდეს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებით (შემდგომ − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება), რომელსაც კანონის ძალით სრულად გადაეცემა გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების აქტივები და ვალდებულებები, რის სანაცვლოდაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორები მიიღებენ წილებს გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში. აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემა ძალაში შედის ამ კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

3.სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც უნდა დაიყოს, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილები კანონის ძალით სრულად გადასცეს: ა) დაყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა დაფუძნებით); ბ) უკვე არსებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა შეძენით).

4.სამეწარმეო საზოგადოებას, რომლისგანაც გამოიყოფა სამეწარმეო საზოგადოება, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი/ნაწილები გადასცეს: ა) გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა დაფუძნებით); ბ) უკვე არსებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა შეძენით).

5.ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში ყოფილი სამეწარმეო საზოგადოების/სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორებს უფლება აქვთ, წილების გარდა, მიიღონ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება, თუ წილების გადაცვლის თანაფარდობის დაცვა შეუძლებელია. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში ფულადი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შერწყმის/გაყოფის მიზნებისთვის პარტნიორებზე გასაცემი წილების ნომინალური ღირებულების 10 პროცენტს, ხოლო თუ წილებს ნომინალური ღირებულება არ აქვს − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების 10 პროცენტს.

6.დაუშვებელია შემძენი სააქციო საზოგადოების აქციების გაცემა გაყოფილი სააქციო საზოგადოების/მიერთებული სააქციო საზოგადოების იმ აქციების სანაცვლოდ, რომელთა მფლობელია: ა) შემძენი სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით და შემძენი სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს; ბ) გაყოფილი სააქციო საზოგადოება/მიერთებული სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით და გაყოფილი სააქციო საზოგადოების/მიერთებული სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს.

7.შერწყმა/გაყოფა დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ამ სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორებს შორის განაწილება არ დაწყებულა.

8.შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებებს შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა ჰქონდეს.

9.შერწყმის/გაყოფის შემთხვევაში გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების/დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე, ხოლო მისი აქტივები და ვალდებულებები სრულად გადაეცემა გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებას/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას.

10.შერწყმის შემთხვევაში გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისთვის, რომლებიც ჰქონდათ შერწყმულ სამეწარმეო საზოგადოებებს. გაყოფის შემთხვევაში ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად. ეს პასუხისმგებლობა იზღუდება გაყოფით მისთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივის ოდენობით.

რედაქციების შედარება

1. ერთი ან ერთზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ − მიერთებული სამეწარმეო საზოგადოება) ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე შეიძლება მიუერთდეს სხვა სამეწარმეო საზოგადოებას (შემდგომ − შემძენი სამეწარმეო საზოგადოება) მისთვის საკუთარი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად გადაცემით, რის სანაცვლოდაც მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები მიიღებენ წილებს შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში. 2. ორი ან ორზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებები) ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე შეიძლება გაერთიანდეს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებით (შემდგომ − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება), რომელსაც კანონის ძალით სრულად გადაეცემა გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების აქტივები და ვალდებულებები, რის სანაცვლოდაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორები მიიღებენ წილებს გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში. აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემა ძალაში შედის ამ კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. 3. სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც უნდა დაიყოს, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილები კანონის ძალით სრულად გადასცეს: ა) დაყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა დაფუძნებით); ბ) უკვე არსებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა შეძენით). 4. სამეწარმეო საზოგადოებას, რომლისგანაც გამოიყოფა სამეწარმეო საზოგადოება, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი/ნაწილები გადასცეს: ა) გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა დაფუძნებით); ბ) უკვე არსებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა შეძენით). 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში ყოფილი სამეწარმეო საზოგადოების/სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორებს უფლება აქვთ, წილების გარდა, მიიღონ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება, თუ წილების გადაცვლის თანაფარდობის დაცვა შეუძლებელია. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში ფულადი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შერწყმის/გაყოფის მიზნებისთვის პარტნიორებზე გასაცემი წილების ნომინალური ღირებულების 10 პროცენტს, ხოლო თუ წილებს ნომინალური ღირებულება არ აქვს − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების 10 პროცენტს. 6. დაუშვებელია შემძენი სააქციო საზოგადოების აქციების გაცემა გაყოფილი სააქციო საზოგადოების/მიერთებული სააქციო საზოგადოების იმ აქციების სანაცვლოდ, რომელთა მფლობელია: ა) შემძენი სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით და შემძენი სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს; ბ) გაყოფილი სააქციო საზოგადოება/მიერთებული სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით და გაყოფილი სააქციო საზოგადოების/მიერთებული სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს. 7. შერწყმა/გაყოფა დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ამ სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორებს შორის განაწილება არ დაწყებულა. 8. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებებს შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა ჰქონდეს. 9. შერწყმის/გაყოფის შემთხვევაში გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების/დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე, ხოლო მისი აქტივები და ვალდებულებები სრულად გადაეცემა გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებას/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას. 10. შერწყმის შემთხვევაში გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისთვის, რომლებიც ჰქონდათ შერწყმულ სამეწარმეო საზოგადოებებს. გაყოფის შემთხვევაში ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად. ეს პასუხისმგებლობა იზღუდება გაყოფით მისთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივის ოდენობით.

წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კორპორატიული რესტრუქტურიზაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სპინ-ოფი და კარვ-აუტი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შპს დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 156მუხლი 67

მიუთითებენ მასზე

მუხლი 67

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 72მიერთებისა და შეძენით გაყოფის განსაკუთრებული შემთხვევები
  • 66გადაწყვეტილება შერწყმის/გაყოფის შესახებ
  • 67შერწყმის/გაყოფის გეგმა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 38არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება
  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა
  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 43საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები
  • 7ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
  • 5საინვესტიციო ფონდების სახეები

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 12სამომხმარებლო კოოპერატივის, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 106¹მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12309³¹309²⁶309²⁷38106¹437567156726665
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …სამომხმარებლო კოოპერაც…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025