Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 7

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ერთობლივი საწარმოები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456789

1.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვებით დაგროვებული და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებით შეძენილი აქტივები ერთეულის მფლობელების საერთო საკუთრებაა. ეს აქტივები არ არის აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრება და არ გაითვალისწინება ნებისმიერი ასეთი პირის სალიკვიდაციო მასაში მათ მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში.

2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) და საერთო საკუთრების მარეგულირებელი წესები არ ვრცელდება ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე.

2¹.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე.

3.აქტივების მმართველი კომპანია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებით გარიგებებს დებს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების საერთო ინტერესებისთვის.

4.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესებისთვის შეძენილი უფლება ან ვალდებულება, რომელიც მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სახელზე. ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს მისი ქვეფონდის სახელზე.

5.ერთეულის მფლობელი პერსონალურად არ აგებს პასუხს აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებებისთვის. ერთეულის მფლობელის პასუხისმგებლობა ამ ვალდებულებების შესრულებისთვის შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებში განხორციელებული შენატანით.

6.აქტივების მმართველი კომპანია პერსონალურად არ აგებს პასუხს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ვალდებულებებისთვის, რომლებიც წარმოიშვა მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.

7.ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს არ აგებს აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან ერთეულის მფლობელის ვალდებულებებისთვის. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს აგებს მხოლოდ მისი ერთეულის მფლობელებისა და კრედიტორების წინაშე არსებული საკუთარი ვალდებულებებისთვის.

8.მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება საინვესტიციო ფონდის მიერ ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში მის აქტივების მმართველ კომპანიაზე მითითებად ჩაითვლება.

9.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთობლივ საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ამ მუხლის დებულებები აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდებზე. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვებით დაგროვებული და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებით შეძენილი აქტივები ერთეულის მფლობელების საერთო საკუთრებაა. ეს აქტივები არ არის აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრება და არ გაითვალისწინება ნებისმიერი ასეთი პირის სალიკვიდაციო მასაში მათ მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში. 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) და საერთო საკუთრების მარეგულირებელი წესები არ ვრცელდება ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე. 2 1 . „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე. 3. აქტივების მმართველი კომპანია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებით გარიგებებს დებს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების საერთო ინტერესებისთვის. 4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესებისთვის შეძენილი უფლება ან ვალდებულება, რომელიც მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სახელზე. ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს მისი ქვეფონდის სახელზე. 5. ერთეულის მფლობელი პერსონალურად არ აგებს პასუხს აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებებისთვის. ერთეულის მფლობელის პასუხისმგებლობა ამ ვალდებულებების შესრულებისთვის შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებში განხორციელებული შენატანით. 6. აქტივების მმართველი კომპანია პერსონალურად არ აგებს პასუხს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ვალდებულებებისთვის, რომლებიც წარმოიშვა მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად. 7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს არ აგებს აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან ერთეულის მფლობელის ვალდებულებებისთვის. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს აგებს მხოლოდ მისი ერთეულის მფლობელებისა და კრედიტორების წინაშე არსებული საკუთარი ვალდებულებებისთვის. 8. მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება საინვესტიციო ფონდის მიერ ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში მის აქტივების მმართველ კომპანიაზე მითითებად ჩაითვლება. 9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთობლივ საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ამ მუხლის დებულებები აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდებზე. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897  – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ერთობლივი საწარმოს სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ერთობლივი საწარმოს ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 აგვ. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

ფასიან ქაღალდებად … 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 9საინვესტიციო ფონდის დაფუძნება
  • 43საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები
  • 12საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების გადაცემა. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
  • 49²საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი)

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 1გამოყენების სფერო

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

  • 6ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განკარგვა

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

მეწარმეთა შესახებ

  • 65სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა და სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 50² (დანართი 1)საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1649¹49²352⁴23¹50² (…943126557
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…ბინათმესაკუთრეთა ამხან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026