Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 56³ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 56³ (დანართი 1). დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 56​ 1 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების  (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე, ასევე პირს შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით: ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში; ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში); გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება  საგამოძიებო ორგანო(ები)ს მოთხოვნით (მის/მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ან თუ გამოძიებით არ დადასტურდა ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ფაქტი; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება  შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, სწორი და ეფექტიანი რისკის კრიტერიუმების შესამუშავებლად და სამართავად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული პერსონალური მონაცემები (გარდა განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემებისა), დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) გადამხდელად რეგისტრირებული პირების შესახებ.

5.ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

6.მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესყიდვის ან მასზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძვლად, რათა ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №325 - ვებგვერდი, 09.12.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №410 - ვებგვერდი, 24.12.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2025წ. თავი XIV. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №368 · ძალაშია 27 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 56² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 57 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 67 (დანართი 1)დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენება
  • 47 (დანართი 1)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება
  • 56² (დანართი 1)საგადასახადო დოკუმენტის წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 282დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები
  • 165¹დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 96რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება
  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30¹საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა
  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶28249165¹67 (დ…47 (დ…56² (…30¹2021968556³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026