1.საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება მატერიალურად გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ან ელექტრონულად გამოწერილი №III-09 1 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევებისა და ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის 9 1 და 9 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც სანაცვლო ნსაფ-ის გამოწერა ვერ ხერხდება.
2.ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა“.
3.კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „კას“, საცალო მიწოდებაზე – „კაა“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №506 – ვებგვერდი, 29.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21,03,2012 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 18.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №209 - ვებგვერდი, 31.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 16.10.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ. დანართი №III-08 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანება № 278 – ვებგვერდი, 23.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. დანართი III-09 დანართი №III-09 1 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 02.10.2026წ.

