Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 30¹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 30¹. საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიტრანსასზღვრული კრიპტომარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებებისმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაიცემა საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გადამხდელთან შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დააწესოს ხარჯვის ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ჩარჩოხელშეკრულებაში გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ამავე ინსტრუმენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლით, საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას, აგრეთვე საკრედიტო ლიმიტის მქონე საგადახდო ინსტრუმენტის შემთხვევაში გადამხდელის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევაში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვამდე, მაგრამ არაუგვიანეს დაბლოკვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბლოკვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე განბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ან ჩაანაცვლოს ის ახალი საგადახდო ინსტრუმენტით.

5.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია უარი განუცხადოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს საგადახდო ანგარიშზე წვდომაზე ობიექტური მიზეზებით და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ ან მათი საშუალებით ამ საგადახდო ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ წვდომასთან ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ ინიციირებასთან.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში წვდომის შეზღუდვამდე, მაგრამ არაუგვიანეს წვდომის შეზღუდვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვდომის შეზღუდვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შესაბამისი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისთვის/გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის საგადახდო ანგარიშზე წვდომა დაუშვას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წვდომაზე უარის საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.

8.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინციდენტის შესახებ დეტალებს და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ქმედების განხორციელების საფუძვლებს. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ინციდენტს და საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    დაემატა 30¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს ხარჯვის ლიმიტებს, საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის საფუძვლებსა და შეტყობინებას, განბლოკვას, ანგარიშზე წვდომაზე უარს და ინციდენტის შესახებ ეროვნული ბანკის ინფორმირებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 30²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების რეგულირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო კრიპტო-ტრანზაქციები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირჟის ანგარიშის აღდგენა და დაბლოკვის საკითხების მოგვარება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30საგადახდო ინსტრუმენტსა და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულებები
  • 25საგადახდო დავალების უარყოფა
  • 33¹გადახდის ოპერაცია, როდესაც გადახდის თანხა წინასწარ ცნობილი არ არის

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 259საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი
  • 293საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 9ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 10თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶101148²7¹25929310 (დ…30312533¹930¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…გადასახადების ადმინისტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026