გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 47 (დანართი 1). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03).

3.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება: ა) საწარმოს/ ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან; ბ)  პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან; გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა; დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან.

4.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო აუქმებს აღნიშნული პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების თარიღიდან.

5.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან და არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია არანაკლებ 1 წელი. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება №III-03 დანართით.

6.თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი; ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.

8.თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 18 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 22.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2024წ. დანართი №III-03 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №412 - ვებგვერდი, 24.12.2024წ. ……………..……………………………………………………. (საგადასახადო ორგანოს დასახელება) …………………………………………………………………… (გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი) ……………..……………………………………………………. (საიდენტიფიკაციო ნომერი) განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის გამო სსკ-ის 165 1 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სსკ-ის 165 1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი – საგადასახადო ორგანოს ინიციატივა) სსკ-ის 165 1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი) სსკ-ის 165 1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტი – საგადასახადო ორგანოს ინიციატივა) განცხადებით მომართვის თვეში (მომართვის მომენტამდე) განხორციელებული  დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა სსკ-ის თანახმად გათავისუფლებული ოპერაციებისა, სსკ-ის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე ---------- ლარი განმცხადებლის ხელმოწერა ........................................ თარიღი ............................. დანართი №III-03 1 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. ტელესაკომუნიკაციო მომსახურება 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი სახის სიგნალების, სიტყვების, გამოსახულებებისა და ბგერების ან ინფორმაციის გადაცემასთან, გამოცემასთან ან მიღებასთან სადენით, რადიოთი, ოპტიკურად ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემებით, ასეთი გადაცემის, გამოცემის ან მიღებისათვის საჭირო სიმძლავრის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლების გადაცემის ან მინიჭების ჩათვლით, გარდა გლობალურ საინფორმაციო ქსელებზე დაშვების უზრუნველყოფისა, კერძოდ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებეები მოიცავს: ა) ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო მომსახურებას ხმის, ინფორმაციის და ვიდეოგამოსახულების გადაცემის და კომუტაციის მიზნით, გამოსახულების კომპონენტის შემცველი სატელეფონო მომსახურების ჩათვლით (ვიდეოფონის მომსახურება); ბ) ინტერნეტის მეშვეობით გაწეულ სატელეფონო მომსახურებას „ინტერნეტით მიწოდებული ხმის პროტოკოლის“ ჩათვლით (VoIP); გ) ხმოვან ფოსტას, ლოდინის რეჟიმს, ზარის გადამისამართებას, ზარის იდენტიფიკაციას, სამმხრივ ზარს  და ზარის მართვის სხვა სერვისებს; დ) საპეიჯერო მომსახურებას; ე) აუდიოტექსტის მომსახურებას; ვ) ფაქსს, ტელეგრაფს, ტელექსს; ზ) ინტერნეტ-წვდომას „გლობალური ქსელის“ ჩათვლით; თ) კერძო ქსელურ კავშირებს, რომლებიც ექსკლუზიური სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფენ მომხმარებელს.

2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას არ მიეკუთვნება: ა) ელექტრონულად გაწეული მომსახურება; ბ) რადიო და ტელემაუწყებლობის (შემდგომში „მაუწყებლობის“) მომსახურება. დანართი № III-03 2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება მოიცავს აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტისგან შემდგარ მომსახურებას, როგორიცაა რადიო და ტელეპროგრამები, რომელთა მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით და მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით ხდება, პარალელურ რეჟიმში მოსმენის ან ყურების მიზნით, პროგრამის საფუძველზე.

2.კერძოდ, პირველი პუნქტი მოიცავს: ა) რადიო და ტელექსელით გადაცემულ ან რეტრანსლირებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს; ბ) ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად ხდება.

3.პირველი პუნქტი არ მოიცავს: ა) სატელეკომუნიკაციო მომსახურებას; ბ) ელექტრონული გზით გაწეულ მომსახურებას; გ) ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული ფასიანი პროგრამების შესახებ; დ) სამაუწყებლო ან რეტრანსლირების უფლებების გადაცემას; ე) ტექნიკური აღჭურვილობის ან შენობა-ნაგებობების იჯარით გადაცემას მაუწყებლობის მისაღებად; ვ) ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად არ ხდება. დანართი №III-03 3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. ელექტრონულად გაწეული მომსახურება 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გაწეული მომსახურება არის მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზირებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე, კერძოდ: ა) ციფრული პროდუქციის მიწოდებას ზოგადად, პროგრამული უზრუნველყოფის და მისი ცვლილებების და განახლების ჩათვლით; ბ) მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ხელს უწყობს ელექტრონულ ქსელში საქმიან ან პირადი მიზნებისთვის ყოფნას, როგორიცაა ვებსაიტი ან ვებგვერდი; გ) მომსახურებებს, რომლებიც ავტომატურად გენერირდება კომპიუტერიდან ინტერნეტის ან ელექტრონული ქსელის მეშვეობით, მიმღების მიერ განსაზღვრული მონაცემების შეტანის საპასუხოდ; დ) გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ საქონლის ან მომსახურების იმ ინტერნეტგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსების უფლების გადაცემა, რომელიც ონლაინ-მარკეტის სახით ფუნქციონირებს, რომელზეც პოტენციური მყიდველები თავიანთ შეთავაზებებს ავტომატიზირებული პროცედურის მეშვეობით განათავსებენ და რომელზეც მხარეებს კომპიუტერის მიერ ავტომატურად გენერირებული ელექტრონული ფოსტის შეტყობინების მეშვეობით ეცნობებათ გაყიდვის შესახებ; ე) ინფორმაციის ინტერნეტ-მომსახურების პაკეტები (ISP), სადაც ტელეკომუნიკაციების კომპონენტი დამხმარე და დაქვემდებარებული ნაწილია (ე.ი. პაკეტები, რომლებიც ცილდება უბრალო ინტერნეტ დაშვებას და მოიცავს სხვა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა კონტენტის გვერდები, რომლებიც იძლევა დაშვებას ახალ ამბებთან, ამინდის ან მოგზაურობის შესახებ ინფორმაციასთან; სათამაშო პორტალები; ვებსაიტების ჰოსტინგები; ონლაინ-დებატებზე დაშვება და ა.შ.).

2.პირველი პუნქტი მოიცავს მათ შორის შემდეგ მომსახურებებს: ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით. ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება, კერძოდ: ა.ა) ვებ-საიტების და ვებგვერდების ჰოსტინგი; ა.ბ) პროგრამების ავტომატიზირებული, ონლაინ და დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ა.გ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება; ა.დ) მონაცემთა ონლაინ შენახვა, სადაც სპეციფიკური მონაცემების შენახვა და გამოთხოვა ელექტრონულად ხდება; ა.ე) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინ მიწოდება. ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება, კერძოდ: ბ.ა) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა და ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) მათ შორის განახლებები; ბ.ბ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები, იგივე „ბანერბლოკერები“; ბ.გ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი); ბ.დ) ვებ-საიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინ-ინსტალაცია; ბ.ე) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატურ ონლაინ-ინსტალაციას. გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ: გ.ა) სამუშაო მაგიდის (Desktop) თემებზე წვდომა ან  ჩამოტვირთვა; გ.ბ) ფოტო ან გრაფიკული გამოსახულებებზე ან სქრინსეივერებზე წვდომა ან  ჩამოტვირთვა; გ.გ) წიგნების და სხვა ელექტრონული გამოცემების გაციფრებული კონტენტი; გ.დ) ონლაინ გაზეთებისა და ჟურნალების გამოწერა; გ.ე) ვებ-ლოგებისა და ვებ-საიტების სტატისტიკა; გ.ვ) ონლაინ ახალი ამბები, სატრანსპორტო ნაკადის და ამინდის შესახებ ინფორმაცია; გ.ზ) მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ავტომატურად გენერირებული ონლაინ ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, სამართლებრივი და ფინანსური მონაცემები (კონკრეტულად,  ისეთი მასალა, როგორიცაა მუდმივად განახლებადი საფონდო ბირჟის მონაცემები, რეალურ რეჟიმში); გ.თ) ვებ-საიტებზე/ვებგვერდებზე სარეკლამო სივრცის მიწოდება, მათ შორის ბანერული რეკლამისთვის; გ.ი) საძიებო სისტემების და ინტერნეტ-დირექტორიების გამოყენება; დ) მუსიკის, ფილმის და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება, ასევე პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება. კერძოდ: დ.ა) მუსიკაზე წვდომა და კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე ჩამოტვირთვა; დ.ბ) ჯინგლებზე, ამონარიდებზე, ზარებზე, ან სხვა მელოდიებზე წვდომა და ჩამოტვირთვა; დ.გ) თამაშების ჩამოტვირთვა კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე; დ.დ) ავტომატიზირებულ ონლაინ-თამაშებზე წვდომა, რომლებიც დამოკიდებული არიან ინტერნეტზე ან მსგავს ელექტრონულ ქსელებზე, როცა მოთამაშეები ერთმანეთს გეოგრაფიულად არიან დაცილებულები; დ.ე) რადიო და სატელევიზიო ქსელების, ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების  მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება პროგრამების მომხმარებლის მიერ შერჩეულ მომენტში ან მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნით მოსმენის ან ყურებისთვის, მედია-სერვისის პროვაიდერის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად ფასიანი რადიო ან ტელევიზია; დ.ვ) ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების  (ნაკადური მულტიმედია) მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება, თუ მათი რადიო და სატელევიზიო ქსელით ტრანსლირება ან რეტრანსლირება არ ხდება პარალელურ რეჟიმში; დ.ზ) აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით გადაცემა, რომლის მიწოდებაც არ ხდება მედია-სერვისის პროვაიდერის სარედაქტორო პასუხისმგებლობით; დ.თ) მედია-სერვისის პროვაიდერის აუდიო და აუდიოვიზუალური პროდუქციის შემდგომ მიწოდება საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მედია-სერვისის პროვაიდერის გარდა სხვა პირის მიერ; ე) დისტანციური სწავლების მიწოდება, კერძოდ: ე.ა) ავტომატიზირებული დისტანციური სწავლება, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების ფუნქციონირებაზე და რომელიც საჭიროებს ადამიანის მინიმალურ ჩარევას ან საერთოდ არ საჭიროებს მას, ვირტუალური საკლასო ოთახების ჩათვლით, იმ შემთხვევების გარდა, როცა ინტერნეტი ან მსგავსი ელექტრონული ქსელი გამოიყენება უბრალოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირის დასამყარებლად; ე.ბ) მოსწავლეების მიერ ონლაინ რეჟიმში შევსებული და შეფასებული სამუშაო რვეულები, ადამიანის ჩარევის გარეშე. დანართი №III-03 4 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 28.07.2021წ. დანართი №III-03 5 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26165165165¹28218 (დ…46 (დ…73¹ (…73³ (…531512 (დ…2047 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ნარჩენების შეგროვების,…საგადახდო სისტემისა და…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა