Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 65 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 65 (დანართი 1). საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - ის ანგარიშგების საგადასახადო ორგანოში წარდგენის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) ამ ინსტრუქციის №III-19 დანართის ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს პირი (საგადასახადო აგენტი), რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, კერძოდ: ა) საგადასახადო აგენტი, რომლისთვისაც  ხდება საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა იმ დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში; შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი დასაბეგრი პირი, რომელიც დაფუძნებულია ან ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების  შეძენა. ბ) კრედიტორი (დასაბეგრი პირი), რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი) საქართველოს ტერიტორიაზე; გ) დასაბეგრი პირი, რომელიც საბაჟო საწყობში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილ უცხოურ საქონელს აქცევს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში, რომლის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან; დ) დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164 1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსაგან შეძენილ უცხოურ საქონელს აქცევს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში, რომლის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან;

2.საგადასახადო აგენტი ვალდებულია: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დაარიცხოს დღგ: ა.ა) მიღებული მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე, მომსახურების მიღების მომენტში, ხოლო თუ თანხის გადახდა წინ უსწრებს მომსახურების მიღებას – თანხის გადახდის მომენტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად; ა.ბ) თუ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ხორციელდება საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა (ბარტერი) – ამ საქონლის ან/და მომსახურების საბაზრო ფასზე,  მომსახურების მიღების მომენტში; ა.გ) თუ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ხორციელდება ნაწილობრივ თანხის ანაზღაურება და ნაწილობრივ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის და გადახდილი/გადასახდელი თანხის ჯამზე მომსახურების მიღების მომენტში. ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე. ამ შემთხვევაში, დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ საგადასახადო აგენტს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) საბაჟო საწყობში ან თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე, თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-სგან გათავისუფლებული; გ.ბ) საბაჟო საწყობში ან თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე, თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება.

3.საგადასახადო აგენტი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად ან რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება, ვალდებულია, უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხა ასახოს უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/წარსადგენ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში.

4.საგადასახადო აგენტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ვალდებულია, უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა: ა) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება (შემდგომში – გაანგარიშება) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს №III-19 დანართით გათვალისწინებული ფორმით; ბ) ბიუჯეტში გადაიხადოს გაანგარიშებაში მითითებული დღგ-ის თანხა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. დანართი №III-19 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება № 339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №249 · ძალაშია 1 ივლ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 64³ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 66 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 50 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66 (დანართი 1)უკუდაბეგვრის წესით დარიცხული და გადახდილი დღგ-ის თანხის აღრიცხვა
  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 46 (დანართი 1)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 161უკუდაბეგვრა
  • 165²დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები
  • 180საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 4არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

  • 3სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3418²161165²18066 (დ…72 (დ…46 (დ…65 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …ამნისტიისა და არადეკლა…სარეგისტრაციო მოსაკრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026