Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 161

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 161. უკუდაბეგვრა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:ტრანსსასაზღვრო გადასახადებიექსპატრიანტის გადასახადებიკრიპტო გადასახადებიექსპატრიანტის დაბეგვრასაგადასახადო დაგეგმვასაგადასახადო რეზიდენტობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება: ა) საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში; ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა; გ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 164 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა; დ) ამ კოდექსის 164 1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა.

2.ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს); გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნისთვის − პირი, რომელიც საქონელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში აქცევს.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე; გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე; დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: დ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე; დ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

5.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.

6.დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით არ იბეგრება: ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის გადაცემა. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №171 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 დეკ. 2014 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 25 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  3. 28 ივლ. 2020
  4. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2018

    161-ე მუხლს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი იჯარის დასრულებისას ძირითადი საშუალებების დაბრუნების დაბეგვრის შესახებ, ხოლო მე-6 ნაწილი ამოღებულია.

  5. 11 ივლ. 2018
  6. 2 იან. 2017· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2016
  7. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    161-ე მუხლში „ა“ ქვეპუნქტი მოიცავს მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციებს, „ვ.ბ“ პირდაპირ განსაზღვრავს დასაბეგრი ოპერაციის დროს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტიდან 174-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითება ამოღებულია.

  8. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  9. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  10. 23 დეკ. 2014

    161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების დასაბეგრი ოპერაციის წესს დაემატა გამონაკლისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უსასყიდლო მიწოდება/მომსახურება სახელმწიფოსა და თვითმმართველობისთვის.

  11. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    161-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საქონლის ნაშთის დაბეგვრა რეგისტრაციის გაუქმებისას არ ეხება გაკოტრების დაწყების გამო გაუქმების შემთხვევას.

  12. 25 ივნ. 2012

    161-ე მუხლში დაემატა „ზ)“ ქვეპუნქტი ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების მომენტისა და ამ დროს დასაბეგრი თანხის გამოსათვლელი წესის შესახებ.

  13. 29 მაი. 2012

    161-ე მუხლში დაემატა ხარჯის გაწევის მომენტის განსაზღვრის წესი 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეზღუდვის გარეშე და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და 174-ე მუხლის ვადების ათვლა პირობის დადგომის პერიოდის დამთავრებიდან.

  14. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    161-ე მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი ბარტერული ოპერაციის დასაბეგრი თანხისა და დროის განსაზღვრის წესზე და მე-8 ნაწილი უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროის შესახებ.

  15. 28 ივნ. 2011

    161-ე მუხლში დაიხვეწა ა.ბ.ა ქვეპუნქტის ფორმულირება და დაემატა ა.ბ.გ ქვეპუნქტი რეგულარულად ან უწყვეტად გაწეული მომსახურების დასაბეგრი მომენტის შესახებ.

  16. 29 დეკ. 2010

    161-ე მუხლის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტში დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციის მომენტი უკავშირდება პერიოდის ბოლო დღეს, ემატება გარანტირებული სიმძლავრე და ციკლური აღრიცხვის წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 160³შემდეგი მუხლი 161¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტოვალუტის დაბეგვრა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A დიუ დილიჯენსი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ამხანაგობის დაბეგვრა და სტრუქტურირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 16 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 26 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 164¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 163

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 165²დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები
  • 158დღგ-ით დასაბეგრი პირი
  • 159დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 65 (დანართი 1)საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - ის ანგარიშგების საგადასახადო ორგანოში წარდგენის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესი
  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 46¹ (დანართი 1)საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული რამდენიმე პირის დღგ-ით დასაბეგრ ერთ პირად განხილვა

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 4არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 49საბაჟო ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას
  • 47თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და დროებით შემოტანა
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა
  • 19საგადახდო მომსახურების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4164¹163165²15815965 (დ…72 (დ…46¹ (…13¹19494771161
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ამნისტიისა და არადეკლა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026