გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 46 (დანართი 1). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბეგრი პირი, რომელიც ვალდებულია ან ნებაყოფლობით სურს დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, რეგისტრაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №III-01).

2.თუ ამ კარით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დასაბეგრი პირი ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის  100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

3.დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა; ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა. მაგალითი 1. პირობა: პირი ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, რაზეც მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ამასთანავე, პირი დამატებით ეწევა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას. ვარიანტი I : პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში  განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში, 103 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებით, ნებადართული საქმიანობის ფარგლებში – 58 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება. ვარიანტი II: პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში  განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში,  63 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებითი საქმიანობის ფარგლებში – 108 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება. შეფასება: პირველ ვარიანტში: ვინაიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშობა. მე-2 ვარიანტში: ვინაიდან ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, იგი ვალდებულია გატარდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში. ამასთან, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

6.საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს: ა) თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ბ) თუ რეორგანიზაციის მხარეები არ არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები და მათი ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000-ლარიან ზღვარს, რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

7.რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირ(ებ)ის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა.

8.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

9.დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.

10.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში პირი, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, დღგ-ის მიზნებისათვის ითვლება გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ. იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე დანართი №III-01-ის შესაბამისად. პირი დღგ–ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს დღგ–ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტისა (ამ ოპერაციის ჩათვლით).

11.დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციისათვის, რა შემთხვევაშიც იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დასაბეგრი პირი, რომელიც ვალდებულია ან ნებაყოფლობით სურს დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, რეგისტრაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №III-01). 2. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დასაბეგრი პირი ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის  100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. 3. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა; ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა. მაგალითი 1. პირობა: პირი ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, რაზეც მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ამასთანავე, პირი დამატებით ეწევა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას. ვარიანტი I : პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში  განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში, 103 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებით, ნებადართული საქმიანობის ფარგლებში – 58 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება. ვარიანტი II: პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში  განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში,  63 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებითი საქმიანობის ფარგლებში – 108 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება. შეფასება: პირველ ვარიანტში: ვინაიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშობა. მე-2 ვარიანტში: ვინაიდან ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, იგი ვალდებულია გატარდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში. ამასთან, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს. 6. საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს: ა) თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ბ) თუ რეორგანიზაციის მხარეები არ არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები და მათი ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000-ლარიან ზღვარს, რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 7. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირ(ებ)ის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა. 8. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 9. დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა. 10. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში პირი, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, დღგ-ის მიზნებისათვის ითვლება გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ. იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე დანართი №III-01-ის შესაბამისად. პირი დღგ–ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს დღგ–ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტისა (ამ ოპერაციის ჩათვლით). 11. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციისათვის, რა შემთხვევაშიც იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
325172172165165¹16847 (დ…72 (დ…73¹ (…51516³46 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…სარეგისტრაციო მოსაკრებ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა