Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 72 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 72 (დანართი 1). დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის,  გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; დ) უკუდაბეგვრის  წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.

2.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენაზე ან შექმნაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება: ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის; ბ) დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში; გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციებისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული, ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული. დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში, ამ ინსტრუქციის 50 4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3.დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს: ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში; გ) სოციალური მიზნით ან გასართობი ღონისძიებებისთვის გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებულ დღგ-ის თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  ასეთი  ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგ-ით (ამ პირის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს); დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც  ასახული დასაბეგრი ოპერაციის  განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. თუ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის  წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით); ვ) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

4.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 06.08.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 აგვ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2026 – 5 აგვ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 25 თებ. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2026 – 25 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

  5. 10 დეკ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 71¹ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 73 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
  • 75¹⁰ (დანართი 1)დღგ - ის თანხის დაბრუნების უფლებამოსილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ - ის გადამხდელი
  • 73 (დანართი 1)დღგ - ის პროპორციული ჩათვლის მიღების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 175დღგ-ის ჩათვლის უფლება
  • 174ზოგადი დებულებები
  • 164დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 62საბაჟო ვალდებულების შესრულება
  • 38გარიგების ფასის მეთოდი
  • 63იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი

საზღვაო კოდექსი

  • 155

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 20¹საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქო-ბეჯინგი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15517517416473² (…75¹⁰ …73 (დ…20¹62386372 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსისაგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026