Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 64³ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 64³ (დანართი 1). მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა - ანგარიშსწორების წესი , რეგულირდება „ ელექტროენერგიის ( სიმძლავრის ) მიწოდებისა და მოხმარების წესების “ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 25 2 მუხლის მიხედვით , რომლის შესაბამისადაც: ა ) იმ შემთხვევაში , თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას , სხვაობა ( ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით ( ასეთ შემთხვევაში , განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი ); ბ ) იმ შემთხვევაში , თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ( გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული ( გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე , სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ ( შესყიდულ ) ელექტროენერგიად , რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი ( შესაბამისად , აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად); გ ) საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – მომდევნო კალენდარული წლის პირველ მაისამდე პერიოდზე) ბოლო თვის (მომდევნო კალენდარული წლის აპრილის) ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება. მაგალითი №1 ფაქტობრივი გარემოება ნეტო მრიცხველის მონაცემების მიხედვით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის (შემდგომში – საცალო მომხმარებელი) მიერ კალენდარული თვეების მიხედვით გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობამ საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) მონაცემებით შეადგინა შემდეგი: № საანგარიშო თვე საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელ.ენერგია კვტ/სთ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელ.ენერგია კვტ/სთ სალდო კვტ/სთ წინა თვეში კრედიტის სახით ასახული კვტ/სთ სალდო წინა თვის კრედიტის გათვალისწინებით ფაქტობრივი დარიცხვა კვტ/სთ 1 მაისი 50 260 -210 0 -210 210 2 ივნისი 80 130 -50 0 -50 50 3 ივლისი 90 70 +20 0 +20 0 4 აგვისტო 130 240 -110 +20 -90 90 5 სექტემბერი 140 105 +35 0 +35 0 6 ოქტომბერი 90 65 +25 +35 +60 0 7 ნოემბერი 80 170 -90 +60 -30 30 8 დეკემბერი 200 180 +20 0 +20 0 9 იანვარი 220 290 -70 +20 -50 50 10 თებერვალი 165 195 -30 0 -30 30 11 მარტი 140 90 +50 0 +50 0 12 აპრილი 160 170 -10 +50 +40 0 წლის  ჯამური მონაცემი 1545 1965 40 460 ანალიზი იმის გათვალისწინებით, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატს შორის გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაანგარიშება რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით, მოცემული მაგალითის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, უნდა ვიხელმძღვანელოთ აღნიშნული დადგენილების 25 2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების მიხედვით.

1.წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით, პირველ, მე-2 და მე-10 თვეებში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. შესაბამისად, ელექტროენერგიის ქსელში გადადინების შედეგად მიღებული სხვაობები ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის მიერ ხდება საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი მხოლოდ დადებითი სხვაობები, კერძოდ: მაისში – 210 კვტ/სთ ივნისში – 50 კვტ/სთ თებერვალში – 30 კვტ/სთ.

2.მე-4, მე-7 და მე-9 თვეებში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობები ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშსწორებო ქვითარში საცალო მომხმარებელს წინა საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის გადადინების შედეგად უფიქსირდება ელექტროენერგია კრედიტის სახით, გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობები აღემატება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებულ და კრედიტის სახით არსებულ ჯამურ რაოდენობას. შესაბამისად, მიღებული სხვაობები ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის მიერ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი მხოლოდ დადებითი სხვაობები, კერძოდ: აგვისტოში – 90 კვტ/სთ ნოემბერში – 30 კვტ/სთ იანვარში – 50 კვტ/სთ.

3.მე-3, მე-5, მე-8 და მე-11 თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდებში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში არ უფიქსირდება კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია მეტია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წარმოშობილი ჭარბი ელექტროენერგიები ჩაითვლება როგორც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და შემდგომი თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ მოცემულ საანგარიშო პერიოდებში ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგია ითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად და საცალო მომხმარებლის მიერ მიწოდებულად (საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში). ამდენად, საცალო მომხმარებელს არ წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის  მიერ  არ  ხდება  ელექტროენერგიის  მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

4.მე-6 თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდებში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში უფიქსირდება მე-5 თვეში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია – 35 კვტ/სთ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია მეტია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წარმოშობილი ჭარბი ელექტროენერგია ჩაითვლება, როგორც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და წინა საანგარიშო პერიოდში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის გათვალისწინებით აისახება შემდგომი თვის ანგარიშსწორების ქვითარში – კრედიტის სახით. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგია ითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად და საცალო მომხმარებლის მიერ მიწოდებულად (საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში). ამდენად, საცალო მომხმარებელს არ წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების  ლიცენზიატის  მიერ  არ  ხდება  ელექტროენერგიის  მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

5.საანგარიშო წლის ბოლო თვეში – აპრილის თვეში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი  ქსელიდან  მიღებული  ელექტროენერგიის  რაოდენობაზე.  ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო  ქვითარში უფიქსირდება მარტის თვეში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია – 50 კვტ/სთ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წინა თვის საანგარიშსწორებო ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, საცალო მომხმარებელს საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აესახება ელექტროენერგია კრედიტის სახით, რომელიც ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. მოცემულ საანგარიშო პერიოდში: ხდება საცალო მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. თუმცა, გასათვალისწინებელია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ც“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება გათავისუფლდება დღგ-ისგან. განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 17 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 20.01.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. თავი XVI. უკუდაბეგვრა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №241 · ძალაშია 1 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 16 იან. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 64² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 65 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64¹ (დანართი 1)ამ თავის რეგულირების სფერო
  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება
  • 64 (დანართი 1)ამოღებულია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 38მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
  • 165¹მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი
  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 21საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
  • 30მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²21301964¹ (…64² (…64 (დ…38165¹80252464³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026