1.ამ ინსტრუქციის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის 66 2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად ინფორმაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვის საფუძველია.
2.ამ ინსტრუქციის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბეგრ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის ოდენობა (სარეალიზაციო ფასი). ჩათვლის დოკუმენტში დღგ-ის თანხის ოდენობა უნდა მიეთითოს ცალკე.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტებია: ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ; ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ; გ) „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 55-ე მუხლის შესაბამისად, მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი; დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და რომლითაც შესაძლებელია ამ ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს რეალიზებული საქონლის ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. დანართი №III-19 1 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. დანართი №III-19 2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ. ------------------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ------------------------------------------------------ (გადასახადის გადამხდელის დასახელება) ------------------------------------------------------ საიდენტიფიკაციო ნომერი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების უფლების რეგისტრაციის შესახებ გაცნობებთ, რომ ვახორციელებ: მეორადი ნივთ(ებ)ის მიწოდებას; ხელოვნების ნიმუშ(ებ)ის მიწოდებას; საკოლექციო ნივთ(ებ)ის მიწოდებას; ანტიკვარული ნივთ(ებ)ის მიწოდებას. გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161 2 მუხლის შესაბამისად დამარეგისტრიროთ დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების უფლების მქონე დასაბეგრი დილერების რეესტრში და მომცეთ უფლება, რეგისტრაციის თვის დასაწყისიდან არანაკლებ 24 თვის განმავლობაში გამოვიყენო დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემა. განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- (თარიღი) დანართი №III-19 3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. ხელოვნების ნიმუშების , საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების ან ანტიკვარიატის სახეები განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 97-ე ჯგუფით. კერძოდ:
1.ხელოვნების ნიმუშებია : სეს ესნ-ის 9701 სასაქონლო პოზიციაში მითითებული სურათები, ნახატები და პასტელები, მთლიანად ხელით შესრულებული, 4906 სასაქონლო პოზიციაში მითითებული ნახატებისა და სხვა ხელით დახატული ან დეკორირებული მზა ნაწარმის გარდა; კოლაჟები და ანალოგიური დეკორატიული გამოსახულებები: სეს ესნ-ის 9702 10 000 00 და 9702 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული გრავიურების, ესტამპების და ლითოგრაფიების დედნები; სეს ესნ-ის 9703 10 000 00 და 9703 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან; სეს ესნ-ის 9704 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში მითითებული საფოსტო მარკები ან სახელმწიფო ბაჟის მარკები, განაღდებული საფოსტო ანაზღაურების ნიშნები, მათ შორის პირველი დღის განაღდების, საფოსტო საკანცელარიო საკუთნოები (გერბიანი ქაღალდი) და ანალოგიური საგნები, გამოყენებული, ან გამოუყენებელი, გარდა 4907 სასაქონლო პოზიციის საქონლისა.
2.საკოლექციო ნივთებია სეს ესნ-ის 9705 10 000 00, 9705 21 000 00, 9705 22 000 00, 9705 29 000 00, 9705 31 000 00 და 9705 39 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული კოლექციები და საკოლექციო ნივთები ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მინერალოგიაში, ანატომიაში, ისტორიაში, არქეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ეთნოგრაფიაში ან ნუმიზმატიკაში. შენიშვნა : საკოლექციოდ განიხილება ნივთი , რომელიც: ა) ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის მქონეა; ბ) შედარებით იშვიათია; გ) თავისი პირველადი გამოყენებისთვის , როგორც წესი , გამოუსადეგარია; დ) თავისუფალი ვაჭრობის მიღმა წარმოადგენს სპეციალური გარიგების საგანს; ე) როგორც წესი , გააჩნია მაღალი ღირებულება.
3.ანტიკვარიატია 9706 10 000 00 და 9706 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული 100 წელზე მეტი ხნის წინათ შექმნილი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული ნივთები. დანართი №III-19 4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრი N მონაცემების შეტანის თარიღი დასაბეგრი დილერის დასახელება საიდენტიფიკაციო ნომერი რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 დანართი №III-19 5 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. ------------------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ------------------------------------------------------ (გადასახადის გადამხდელის დასახელება) ------------------------------------------------------ საიდენტიფიკაციო ნომერი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან ამოღების შესახებ გთხოვთ, ამომიღოთ დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან სსკ 161 2 -ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად (სპეციალური სქემის გამოყენების პერიოდიდან გასულია 24 თვეზე მეტი). განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- (თარიღი) დანართი №III-19 6 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სპეციალური სქემით დაბეგრილი ოპერაციების შესახებ ნაწილი I დასაბეგრი დილერი: --------------------------------------- -------------------------------- --------------------------------------------- (დასახელება ან სახელი და გვარი) (საიდენტიფიკაციო ნომერი) (მისამართი) ინფორმაციის სახე: პირველადი შესწორებული საანგარიშო პერიოდი --------------------------- წელი (თვე) (თვის დასახელება სიტყვიერად) წარედგინება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ინფორმაცია შედგენილია ფურცელზე თანდართული დოკუმენტები გვერდი ინფორმაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ დასაბეგრი დილერის (ხელმძღვანელის) ------------------------- ------------------ ---- ---- ---- --- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი ნაწილი II აღნიშვნა ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ (ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ) ინფორმაცია წარდგენილია: ფოსტით პირადად ელექტრონულად ინფორმაცია შედგენილია ფურცელზე თანდართული დოკუმენტები ფურცელზე წარდგენის თარიღი გადასახადის თანხა _ _ _ _ _ _ _ ლარი რეგისტრაციის ნომერი ინფორმაციის მიმღები -------------------------------- ----------------- --------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი) ნაწილი III დღგ-ს საერთო თანხის გაანგარიშება № დასაბეგრი ოპერაციები მოგების მარჟა (სვ.4-სვ.3) დღგ-ს თანხა (სვ.4 - სვ.3) : 1,18 x 0,18) საქონლის შესყიდვის ფასი საქონლის მიწოდების ფასი 1 2 3 4 5 1 საანგარიშო პერიოდში მიწოდებული მეორადი ნივთები: 2 საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ხელოვნების ნიმუშები: 3 საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საკოლექციო ნივთები: 4 საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ანტიკვარიატი: 5 სულ დარიცხული დღგ (სტ.1 + სტ.2+ სტ.3+ სტ.4) ინფორმაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ დასაბეგრი დილერის (ხელმძღვანელის) ------------------------- ------------------ ---- ---- ---- --- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი თავი XVI 2 სპეციალური სქემები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

